NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ქადაგიშვილი: როცა დაინახეს, რომ რეალური იყო,”რუსთავი 2-ზე” კონტროლი დაეკარგათ, დაიწყეს მისი გაკოტრება

ირაკლი ქადაგიშვილი: როცა დაინახეს, რომ რეალური იყო,”რუსთავი 2-ზე” კონტროლი დაეკარგათ, დაიწყეს მისი გაკოტრება

17 მაი 2022 პოლიტიკა 313 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“რომ დაინახეს, რეალური იყო, დაეკარგათ კონტროლი “რუსთავი 2-ზე”, დაიწყეს მისი გაკოტრება. თანხის გადმოსროლა მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიაში – ტელეკომპანია, რომელიც სასამართლო დავის დაწყებამდე იყო მომგებიანი, გახდა გაკოტრებული კომპანია” – ამის შესახებ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“”რუსთავი 2-ის” თემა წინააღმდეგობებით არის სავსე და ყველას თავისი პოლიტიკური გადმოსახედი აქვს, მაგრამ ნეიტრალური და ობიექტური ხედვაც უნდა გამოვიმუშაოთ. თუ, საქმეს პოლიტიკურ იარლიყებს მოვაშორებთ და საქმის შინაარსს გავყვებით, ეს უფრო მეტად დაგვანახებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე არ ვამბობ, რომ უნდა განვიხილოთ ყველა ნიუანსი. ყველა ნიუანსი არც მე ვიცი, არც თქვენ და არცერთმა რესპონდენტმა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები,” – განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2015 წლიდან იყო მიტაცებული და მისი კანონიერი მფლობელ ქიბარ ხალვაშს დავა ჰქონდა საკუთარი წილების დასაბრუნებლად.

“”რუსთავი 2” რეიდული ტიპით წართმეული იქნა  მისი მფლობელისთვის. 2015 წელს ქიბარ ხალვაშმა დაიწყო დავა ტელეკომპანიის წილების დაბრუნებაზე. რამდენიმე წელი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. ეს, კიდევ ერთხელ, მანიშნებელია იმის, რომ სასამართლო პროცესები არ მიმდინარეობს ტელეფონის ზარის ქვეშ. სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ  დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება არის სწორი და კანონიერი. შესაბამისად, ეს თემა, უნდა დახურულიყო.

ჩვენ გვახსოვს განცხადებები, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დევნა, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დახურვა. რომ ეს უნდა გახდეს ალამუტის ციხე. ახლა აზოვსტალია, მაშინ ალამუტი იყო. მოკლედ, იგივე რიტორიკა გვესმის, რა რიტორიკაც გვესმოდა,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე, ქადაგიშვილმა ისაუბრა იმ სქემის შესახებ, რა სქემითაც მაშინდელი “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობა მოქმედებდა.

“მიტაცების შემდეგ, რომ დაინახეს, შესაძლებელი იყო რეალურად დაეკარგათ კონტროლი “რუსთავი 2-ზე”, რადგან რეალური იყო  მიტაცება, დაიწყეს კომპანიის გაკოტრება. ანუ, იქიდან თანხის გადმოსროლა, მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიაში, სადაც 7 მლ ლარამდე თანხა არის გადარიცხული და კიდევ, მანქანაზე, რომელიც 300 ათასი ლარი ღირს. ტელეკომპანია, რომელიც სასამართლო დავის დაწყებამდე იყო მომგებიანი, გახდა გაკოტრებული კომპანია,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

ირაკლი ქადაგიშვილი რუსთავი 2 2022-05-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ირაკლი ქადაგიშვილი რუსთავი 2
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

5 საინტერესო ფაქტი ბერმუდის სამკუთხედის შესახებ

შემდეგი სტატია

თურქეთი, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს

მსგავსი სტატიები

„ნაციონალური მოძრაობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე“

„ნაციონალური მოძრაობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე“

29 სექ 2017
მიშელის შეთანხმებას ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს, თუ მას გადაუვლით, მძიმე დღე დაგიდგებათ

მიშელის შეთანხმებას ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს, თუ მას გადაუვლით, მძიმე დღე დაგიდგებათ

ირაკლი შალიკაშვილი 16 ივლ 2021
საქართველოს შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

საქართველოს შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

13 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge