NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს

თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს

17 მაი 2022 ბიზნესი 223 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი უკვე 5 წელია, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადების დღეს, მასშტაბურად აღნიშნავს. 2018 წლიდან, ქვეყნისთვის
უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 100 წლის აღნიშვნის მერე, ყოველწლიურად
იმართება „დამოუკიდებლობის სკოლა“, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციების
სერიას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ. 5 წლის განმავლობაში
უკვე გაიმართა 20-ზე მეტი შეხვედრა.
წელს, „დამოუკიდებლობის სკოლა“ პროექტ „გმირებს“ ეძღვნება, რომელიც
თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადების 101 წლის იუბილეს მიუძღვნა.  პროექტის ფარგლებში პირველად
ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის
საკოლექციო ფიგურა შეიქმნა.  წელს კი კოლექციას  ათი ახალი ფიგურა
შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, ვინც ისტორიის
სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და
მშვიდობისთვის დაუღალავად იბრძოდა.
წელს „დამოუკიდებლობის სკოლა“, რომელიც პირველად გადის თბილისს გარეთ
და დედაქალაქის გარდა, 3 სხვადასხვა ქალაქს მოიცავს, სწორედ ამ ათ ქართველ
გმირს მიეძღვნება.
„დამოუკიდებლობის სკოლის“ შეხვედრები 20 მაისს, ლანჩხუთიდან იწყება, აქ
გმირების – ნოე ჟორდანიას, ამბროსი ხელაიასა და მარო მაყაშვილის შესახებ
მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გიამბობენ,
ლექციების შემდეგ კი ჯგუფის Killages ლაივ კონცერტი გაიმართება.
გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი  აქ
22 მაისს „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც გმირებს
– დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს, ფილოლოგი ლევან
გიგინეიშვილი და პოეტი დიანა ანფიმიადი წარადგნენ. სკოლის ფარგლებში
გაიმართება ერეკლე დეისაძე & Band-ის ლაივ კონცერტი.
გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი  აქ
25 მაისს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ფილოლოგი ლევან
ბერძენიშვილი ილია ჭავჭავაძის შესახებ ისაუბრებს, წელს საზოგადო მოღვაწის

დაბადებიდან 185 წელი გავიდა. „გმირები“ ამ მნიშვნელოვან თარიღსაც
აღნიშნავს.
გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი  აქ
„დამოუკიდებლობის სკოლა“ 27 მაისს დასრულდება – სამ ღონისძიებას
საქართველოს მწერალთა სახლი უმასპინძლებს. ვახტანგ გორგასლის შესახებ
მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი და ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი ისაუბრებენ,
ამავე დღეს ექვთიმე თაყაიშვილს და დავით სარაჯიშვილს საქართველოს
მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური და საქართველოს პარლამენტის
ეროვნული არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი გაგვაცნობენ, ამ
შეხვედრის მოდერატორი მწერალი დავით გორგილაძე იქნება.
„დამოუკიდებლობის სკოლა“ უკრაინული პოეზიის კითხვით დასრულდება,
სოლიდარობის ნიშნად უკრაინელი ავტორების ლექსებს ქართველი
პოეტები: რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი, შოთა
იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნატო ინგოროყვა და
გიორგი ლობჟანიძე წაიკითხავენ.
გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი  აქ
დამოუკიდებლობის სკოლის ყველა ღონისძიება ღიაა ნებისმიერ
მსურველისთვის და დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

2022-05-17
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქვეყნები სადაც შეგიძლიათ ყველაზე შეღავათიან ფასად დაისვენოთ

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკი ახალ კამპანიას – “Made in Georgia”-ს იწყებს

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მადერა ჯორჯია“ ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს  აშენებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მადერა ჯორჯია“ ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს აშენებს

თამუნა 17 თებ 2022
კალაძე: გამოსავალი არის ერთი რამ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი

კალაძე: გამოსავალი არის ერთი რამ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი

ნინო ჩხეიძე 28 მარ 2022

კომპანია m²-მა სამშენებლო კოლეჯი, „კონსტრუქტ2“ გახსნა

24 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge