მიუხედავად იმისა, რომ სულიერი გამოღვიძების პროცესი შეიძლება ყველა ადამიანისთვის განსხვავებული იყოს, არსებობს რამდენიმე საერთო მიგნება, რომელიც გვაერთიანებს.
სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ ნიშნებს და გაიგოთ ხართ თუ არა ჩართული ამ პროცესში.
- აცნობიერებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში შაბლონურად მოქმედებდით.
- უფრო ემპათიურები ხდებით გარშემომყოფთა მიმართ და გამოხატავთ მეტ სიყვარულს.
- თქვენი პრობლემებითაც კი კმაყოფილი ხართ და საკუთარ თავს წუხილის უფლებას აღარ აძლევთ.
- ეცნობით თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს, და ხდებით უფრო თავდაჯერებული.
- ინტუიციური უნარების გაძლიერებას გრძნობთ.
- ნაკლებად საუბრობთ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე და ხართ ორიენტირებული საკუთარ თავზე.
- ცხოვრობთ მომენტით. აღარ აქვს მნიშვნელობა „რა იყო“ ან „რა იქნება“.
- ძლიერდება თქვენი პასუხისმგებლობის განცდა.
- საკუთარ თავში უფრო მეტს მოგზაურობთ და ცდილობთ მის მოსმენას.
- თქვენს ენერგიას მეტად უფრთხილდებით. ემშვიდობებით ტოქსიკურ ჩვევებს და პოზიტიური განწყობების ამაღლებას ცდილობთ.
- თქვენი ცხოვრებიდან უშვებთ ადამიანებს, რომლებმაც ზიანი მოგაყენეს.
- ინკურნებით წარსულის ტრამვებისგან. აღმოაჩენთ თქვენს ნამდვილ, ჭეშმარიტ „მეს“ და აძლიერებთ კავშირს სამყაროსთან.
- პოულობთ შინაგან სიმშვიდეს და გრძნობთ სულიერ სიმსუბუქეს.
თუ თქვენ ამ ნიშნებს საკუთარ თავში მოიაზრებთ, მაშინ გილოცავთ! თქვენ სულიერი გამოღვიძების პროცესში ხართ.
წყარო: womansday.com
კომენტარები