NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»სარჯველაძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ

სარჯველაძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ

16 მაი 2022 საზოგადოება 162 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ გვარამიას დაპატიმრება არ არის პოლიტიკური შურისძიება.

„სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს ამაზე ფართო წრეს სასჯელებისას, თუმცა, ვიდრე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ვნახავ, გამიჭირდება თქმა, რატომ განსაზღვრა სასამართლომ ეს სასჯელი, თუმცა, ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზიანის მოცულობა და ბევრი სხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს მკაცრი სასჯელის არჩევას. რა უნდა გააკეთოს სასამართლომ, გასაგებია, პოლიტიკურად აქტიურ პირზეა საუბარი, მაგრამ ჩადენილია დანაშაული. იმის გამო, რომ სადღაც ვინმე ნეგატიურად შეიძლება იყოს განწყობილი სასამართლოს მიმართ, ამის გამო უნდა გაჩერდეს მართლმსაჯულება პირების მიმართ, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი?! ეს ხომ მართებული არ იქნება. ეს დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნება სასამართლოსთვის, რომ მართლმსაჯულება აღასრულოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ არც ის აჩენს კითხვებს, როცა სამი ოპოზიციური მედიამენეჯერის მიმართ არის ბრალდებები სასამართლოში და აცხადებს, რომ ყველა ეს არხი “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის დაკავშირებული, რომლის მმართველობისთვის დანაშაულის ჩადენა დამახასიათებელი იყო.

“ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან დაკავშირებულნი დანაშაულებს ჩადიოდნენ,”- განაცხადა სარჯველაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მან მცდარი შეფასება გააკეთა.

„არ მგონია, რომ სახალხო დამცველმა კორპორაციული სამართლისთვის დიდი აღმოჩენა გააკეთა, მცდარი შეფასებაა გაკეთებული, როცა ნათქვამია, რომ იმთავითვე გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა მოცემულ შემთხვევაში,”- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

კომენტარები

TOP მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამია 2022-05-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

შემდეგი სტატია

ნანუკა ჟორჟოლიანი: ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება „აზოვსტალი“. ამის პირობას გაძლევთ ყველა, ვინც ამ გუნდის წევრი ვართ!

მსგავსი სტატიები

აჩი არველაძე: მე ვერ გავცვლი ხალხის სიყვარულს პოლიტიკაში

აჩი არველაძე: მე ვერ გავცვლი ხალხის სიყვარულს პოლიტიკაში

ნინო ჩხეიძე 23 ოქტ 2021
“ღამის ცხოვრება თბილისსა და ყაზბეგში” (ვიდეო)

“ღამის ცხოვრება თბილისსა და ყაზბეგში” (ვიდეო)

07 ნოე 2017
მეუფე მელქისედეკი: 2022 წელი ბევრად უფრო ტრაგიკულად დაიწყო. ჩვენს მოძმე და მეგობარ უკრაინაში, რუსული აგრესიის გამო სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს

მეუფე მელქისედეკი: 2022 წელი ბევრად უფრო ტრაგიკულად დაიწყო. ჩვენს მოძმე და მეგობარ უკრაინაში, რუსული აგრესიის გამო სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს

ნინო ჩხეიძე 24 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge