NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

16 მაი 2022 ბიზნესი 155 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში ზრდის ტემპმა იკლო, თუმცა ეს ძირითადად მაღალ საბაზო ეფექტს უკავშირდება, რაზეც  სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, თვე-თვეზე დადებითი დინამიკა მეტყველებს. ამავე მიდგომით, იმპორტის მატება კიდევ უფრო ძლიერი იყო. საგარეო ვაჭრობის ფასების, პროდუქტებისა და ქვეყნების მიხედვით დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლისთვის თიბისი კაპიტალის ეკონომიკის 5.5%-ზე მეტი ზრდის საბაზო სცენარი კვლავ ძალაშია.

გასული კვირა საყურადღებო იყო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მხრივ. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, განაკვეთი უცვლელი დარჩა. მართალია ინფლაცია მწვავე პრობლემაა, თუმცა ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებაა. ამ მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ქმედითი ინსტრუმენტი მხოლოდ ლარის შემდგომი გამყარებაა, თუმცა აშშ დოლარის გაძლიერებისა და რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა.

კომიტეტი ასევე შეეხო ლარიზაციისა და სამომხმარებლო სესხების ბოლოდროინდელ დინამიკას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო მომავალში უცხოური ვალუტის სესხების დამატებით შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, აღნიშნულმა შესაძლოა ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. სამომხმარებლო სესხების კუთხით კი, იმ შემთხვევაში თუკი, თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ სეგმენტის ზრდა ეკონომიკის ნომინალური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს (რაც დღესდღეობით არ ფიქსირდება), დიდია იმის ალბათობა, რომ მარეგულირებელი ჩარჩო დამატებით გამკაცრდება.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 16 მაისის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

2022-05-16
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიას დაპატიმრებას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

ნიკა გვარამიას საქმე და მისი დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება – სასამართლომ ივანიშვილის ბრძანება შეასრულა

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი – 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7468 ლარი გახდა

ეროვნული ბანკი – 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7468 ლარი გახდა

ნინო ჩხეიძე 14 ივნ 2019

იაპონიაში ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

01 სექ 2017
„Project ArtBeat“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის გამოფენას – „Nowhere to Run” უმასპინძლებს

„Project ArtBeat“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის გამოფენას – „Nowhere to Run” უმასპინძლებს

20 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

    ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

  • ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

    ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge