NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია

„თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია

16 მაი 2022 ბიზნესი 544 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თეგეტა ჰოლდინგი“ უერთდება გლობალურ წამოწყებას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კომპანია საგზაო უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია.
#იმოქმედე, #ქუჩები სიცოცხლისთვის, #შეანელე – ამ მოწოდებებით წლევანდელი აქტივობები 16-22 მაისის ჩათვლით დაიგეგმა. კვირეული, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ტარდება.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2021-2030-ის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაზიანებულთა რიცხვის 50%-ით შემცირება. ამ მიზნის მისაღწევად კი მოქმედებაა საჭირო და, სხვადასხვა ღონისძიების გატარებასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე:
„სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების გამომწვევი წამყვანი ფაქტორია, რომელსაც ასეულობით ადამიანი ეწირება წლის განმავლობაში საქართველოში. ქალაქის გზებზე, სადაც შერეული მოძრაობაა და ქვეითი, ველოსიპედისტი, ავტომობილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთდროულად გადაადგილდება, სადაც დასახლებული პუნქტია და სკოლა მდებარეობს, აუცილებელია სიჩქარის დაბალი ლიმიტების არსებობა და მათი თანმიმდევრულად ადმინისტრირება. გასათვალისწინებელია, რომ მძღოლობა დიდი პასუხისმგებლობაა და დაუდევარი ქცევით შესაძლოა, მან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს სხვასაც და საკუთარ თავსაც“.
გლობალურ კვირეულში, რომელშიც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, „თეგეტა ჰოლდინგი“, თავის შვილობილ კომპანია „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ ერთად, სხვადასხვა აქტივობით უერთდება.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:
„უსაფრთხოების კვირეულის მხარდაჭერა „თეგეტასათვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანიის საქმიანობის პროცესში უსაფრთხოებას გამორჩეული როლი აქვს. ზრუნვა მომხმარებელზე და მაღალი ხარისხის ავტომომსახურება პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან. ეს პასუხისმგებლობა „თეგეტამ“ 26 წლის წინ აიღო და ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია დღემდე ამ პრინციპების ერთგულია. ვფიქრობთ, კვირეულში ჩართულობით შევძლებთ, სულ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას, რომ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვითა და ზრუნვით მეტი სიცოცხლის გადარჩენა შევძლოთ“.
საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხედვებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრებენ კონფერენციაზე, რომელიც კვირეულის მთავარი ღონისძიებაა და 18 მაისს, 12 საათზე „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გაგა კოხრეიძე.
შეხვედრის პარალელურად, „ვოლვო ქარ საქართველოს“ ინიციატივით ფოტოგამოფენა მოეწყობა. ექსპოზიცია კონკრეტული ავარიების შესახებ მოგვიყვება, რა დროსაც ვოლვოს ბრენდის ავტომობილებში მძღოლების სიცოცხლე უსაფრთხოების ღვედმა გადაარჩინა.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „როდესაც ვსაუბრობთ ვოლვოზე, ეს ნიშნავს, რომ მეტ უსაფრთხოებასა და დაცულობას ვგულისხმობთ. ჩვენი ბრენდის მიზანი დაარსების დღიდან არის ზრუნვა უსაფრთხოებასა და ხარისხზე. სიამოვნებით ვერთვებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვირეულში, რადგან ჩვენთვის, როგორც „ვოლვოს“ ექსკლუზიური იმპორტიორებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოება და ამ მიმართულებით მომხმარებლის, თანამოქალაქეების ინფორმირება. ვოლვოს უკავშირდება სამწერტილოვანი ღვედისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულების საბავშვო სავარძლის შექმნა, რაც დღემდე მილიონობით სიცოცხლეს იცავს. ამასთანავე, შვედური ბრენდი აქტიურად ზრუნავს გარემოზე და თავისი ეკომეგობრული ავტომობილებით გამონაბოლქვის შემცირებას უწყობს ხელს. „ვოლვო ქარ კავკასია“ ფეხდაფეხ მიჰყვება ბრენდის კონცეფციას. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ კონფერენციაზე, რომელიც კვირეულის ფარგლებში იგეგმება“.
კონფერენციაზე, ოფიციალური მიმართვების შემდეგ ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება, რომელშიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზარალებულები თავიანთი გამოცდილების შესახებ ჰყვებიან. ღონისძიებაზე შეკრებილები, ვიდეოს საშუალებით, შარტავას ქუჩაზე ავარიის დროს დაშვებული 8 წლის მოზარდის თანაკლასელების მიმართვასაც მოისმენენ. კონფერენციის შემდეგ დათის მეგობრების ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
უშუალოდ შემთხვევის ადგილზე კი, შარტავას ქუჩაზე, 19 მაისს, სიმბოლურად აქცია გაიმართება. ორგანიზატორები, მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრით დაიწყო. 16 მაისს „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ბავშვებთან საგზაო მოძრაობის წესებსა და უსაფრთხო გადაადგილებაზე ისაუბრა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა სახალისო ვიქტორინა. 3 გამარჯვებულს „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ დაწესებული თემატური საჩუქრები გადაეცა.

კომენტარები

TOP თეგეტა ჰოლდინგი 2022-05-16
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP თეგეტა ჰოლდინგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს

შემდეგი სტატია

ლევან ღამბაშიძე: მთავრობამ იყიდა 31 მილიონის 79 როიალი. კონსერვატორიისთვისო

მსგავსი სტატიები

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თამუნა 31 მარ 2021
თიბისის ახალ პროდუქტი – განაწილება

თიბისის ახალ პროდუქტი – განაწილება

თამუნა 15 ნოე 2022
თიბისიმ რაჭაში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდი შექმნა, რომელშიც ნახევარ მილიონ ლარს შეიტანს

თიბისიმ რაჭაში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდი შექმნა, რომელშიც ნახევარ მილიონ ლარს შეიტანს

ნინო ჩხეიძე 06 აგვ 2023

უახლესი ამბები

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge