NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»გიგი უგულავა: კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის

გიგი უგულავა: კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის

16 მაი 2022 საზოგადოება 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება მას ან მის ოჯახს ცხვირში. თავად აგდებს საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხეში იმით რასაც აკეთებს, ყველა წითელ ზღვარს გადავიდა. ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს და მისი დატოვება მოუწევს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა აქვს, რასაც არავინ არ აპატიებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ის არ არსებობს და „ჩვეულებრივი ჩმორების კანტორაა“. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

,,კლანი მართავს სასამართლოს და მიტანილი აქვს ძღვენი ივანიშვილისთვის. არავინ დამიწყოს ზღაპრების მოყოლა, ამ მოსამართლემ თავი მაშინ შეირცხვინა, როდესაც სასამართლოდან გამომიშვა 20 საათში, საქმე დაასრულა და ისე მომიშორა მაშინაც. პოლიტიკური კონტექსტი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს, ტელევიზიების შემდეგ მოხდება პარტიების შევიწროება და აღმოვჩნდებით იმ ქვეყანაში საიდანაც გამოვრბივართ და ივანიშვილი გვაბრუნებს – პუტინის რუსეთში. ვნახოთ ახლა რას იზამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობა ღრუბლებში ყოფნა ჰგონია, სააკაშვილთან დაკავშირებით ვერ გაბედა მისი შეწყალება, ესეც ხომ არ არის სისხლიანი 9 წელი?“ – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა დამნაშავედ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი გიგი უგულავა ნიკა გვარამია 2022-05-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი გიგი უგულავა ნიკა გვარამია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მევლუთ ჩავუშოღლუ: ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები ნატო-ს მოკავშირეები არ უნდა იყვნენ

შემდეგი სტატია

მედია: ესტონეთში ნატო-ს მასშტაბური წვრთნები იწყება

მსგავსი სტატიები

როგორც ჩანს, თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი

როგორც ჩანს, თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს თავზე დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი

ირაკლი შალიკაშვილი 16 მარ 2021
“დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს”

“დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს”

ნინო ჩხეიძე 19 მარ 2020
თამარ ჟამურაშვილი: როგორი ამაზრზენი სანახაობაა ჭკვიანი გამომეტყველებით ხალხის მანიპულაცია!

თამარ ჟამურაშვილი: როგორი ამაზრზენი სანახაობაა ჭკვიანი გამომეტყველებით ხალხის მანიპულაცია!

ნინო ჩხეიძე 30 მარ 2022

უახლესი ამბები

  • იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

    იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს

  • მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

    მედია: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე 4 პირი დააკავა, პირადი მიმოწერის გავრცელების ფაქტზე კი ერთი პირი ამხილა

  • ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

    ლევან ბეჟაშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში

  • გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

    გენშტაბი: უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს

  • ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

    ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე: მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

  • შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

    შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა

  • მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

    მუსიკა განწყობისათვის – Chet Baker – Almost blue

  • არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

    არჩილ ქიქოძე: ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ …

  • ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

    ლოიდ ოსტინი: გაზაფხულზე უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge