NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, ქალების მხარდაჭერისა და დამკვიდრებული სტერეოტიპების ცვლილებებისთვის

არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, ქალების მხარდაჭერისა და დამკვიდრებული სტერეოტიპების ცვლილებებისთვის

16 მაი 2022 ბიზნესი 188 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არ გადაუხვიო გზიდან და არ თქვა უარი შენს არჩევანსა და მიზნებზე – ამ კონცეფციით შეიქმნა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, ქალების მხარდაჭერისა და დამკვიდრებული სტერეოტიპების ცვლილებებისთვის.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა 6 პრინტი მამოტივირებელი შინაარსის წარწერებით. სიმბოლურია, რომ პრინტებში იმ ქალების სახელობის ქუჩები გამოიყენეს, რომელთა სახელებიც გამბედაობასა და სიმამაცესთან ასოცირდება. ქალი მფრინავი, მწერალი და უფლებების დამცველი, ეროვნული გმირი თუ ქალი მმართველი – ამ რეგალიების უკან კონკრეტული სახელებია, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია.

ცნობილი ქართველი ქალების – ფადიკო გოგიტიძის, ეკატერინე გაბაშვილის, მაია წყნეთელის, თამარ მეფის, მარო მაყაშვილისა და ელენე ახვლედიანის მოღვაწეობა გახდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანიის ინსპირაციაც.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენი კომპანიისთვის ქალთა გაძლიერება და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჯერადაც, ჩვენი ორთვიანი კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა, ქალებისათვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, იყვნენ თამამები, გაბედულები და არასოდეს თქვან უარი თავიანთ მიზნებზე. მხოლოდ ასე, ერთად შევძლებთ, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. შევეცადეთ, პრინტკამპანიის მეშვეობით გვეჩვენებინა თანამედროვე სიტუაციები – მძღოლი გოგონა, რომელიც არღვევს დამკვიდრებულ არასწორ დამოკიდებულებებს, მოძრაობს ქალაქში, მიჰყვება საკუთარი მიზნებს და თავად მართავს როგორც მანქანას, ისე საკუთარ ცხოვრებას“.

კომპანიამ, რომლისთვისაც ქალთა მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა, გადაწყვიტა, ამ გზით კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ქალებისათვის, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ – წარმატების მიღწევა, სტერეოტიპების მსხვრევა და სხვებისათვის მაგალითის მიცემა.

კომენტარები

TOP ტოიოტა ცენტრი თეგეტა 2022-05-16
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ტოიოტა ცენტრი თეგეტა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება

შემდეგი სტატია

ზაზა ფირალიშვილი: ეს არ არის მხოლოდ მდაბიო პოლიტიკური შურისძიება. აჯობებს, ღიად თქვან, საით მიჰყავთ ქვეყანა

მსგავსი სტატიები

საახალწლო ფასდაკლებები ზუმერში!

15 დეკ 2017
გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტ ოტელი გაიხსნა

გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტ ოტელი გაიხსნა

თამუნა 17 იან 2022

რას მივიღებდით ცნობილ ბრენდებს სხვა პროდუქტის წარმოება, რომ დაეწყოთ ?

27 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

    მედია: “ალტ-ინფოს” ლიდერები, სავარაუდოდ, დააკავეს

  • ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

    ნიშნები რომლებიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებს

  • გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

    გლუვი და ჯანსაღი კანის საიდუმლო

  • ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

    ხალხის პრინცესა და მათი გულების დედოფალი – ლედი დი იუბილარია

  • “მეც იმავეს გავაკეთებდი” –  ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

    “მეც იმავეს გავაკეთებდი” – ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე

  • მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

    მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი “მელი მოძღვრად“ გამახსენდა

  • ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

    ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას ითხოვს

  • მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

    მოროშკინა: ილოცეთ, რომ კარგად იყოს, თორემ 2012-იანელების გამძვინვარებულ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, ისე წაგლეკავთ!

  • გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

    გერმანიის კანცლერი: პუტინს შეუძლია, რომ ომი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელოს

  • „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

    „ქართული ოცნება “ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge