NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»5 საზაფხულო რჩევა თქვენი კანის სიჯანსაღისთვის
The best face cream

5 საზაფხულო რჩევა თქვენი კანის სიჯანსაღისთვის

14 მაი 2022 ჯანმრთელობა 555 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენს საზაფხულო გეგმებში, ალბათ, ნათელი და მბზინავი კანის შენარჩუნებაც შედის. თუმცა ცხელი ამინდის, ტენიანობისა და მზის ძლიერი ზემოქმედების ფონზე რთულია თავი ავარიდოთ მათგან გამოწვეულ პრობლემებს.

თავის მოვლის სწორი რუტინა მთელი წლის განმავლობაში დაგჭირდებათ, მაგრამ არსებობს რამდენიმე შენიშვნა, რომლის გათვალისწინებაც შეგიძლიათ, თუ გსურთ, რომ თავიდან აირიდოთ სეზონური გვერდითი მოვლენები.

წაიკითხეთ სტატია და გაეცანით ხუთ ძირითად საფეხურს, რომელსაც უნდა მიჰყვეთ, თუ გსურთ ზაფხულის სეზონზე გქონდეც ჯანსაღი და მოვლილი კანი.

  1. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი

ექიმები ერთხმად თანხმდებიან, რომ ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვა კანის მოვლის რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა დღე უფრო გრძელია და მზეზე მეტ დროს ატარებთ.

„SPF უნდა წაისვათ ყოველ დღე დაუცველ ადგილებში, როგორიცაა სახე, კისერი, ყურები და ხელები. მნიშვნელოვანია ყოველ ორ საათში წასმა, ან უფრო ადრე.“ –  ამბობს ნიუ-იორკის ფორუმის სერტიფიცირებული დერმატოლოგი, დოქტორი მარისა გარშიკი.

  1. შეამსუბუქეთ თქვენი დამატენიანებელი

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ოფლიანობა იმატებს, თქვენი კანი მაინც უნდა იყოს დატენიანებული. თუმცა იმის გამო, რომ სეზონური სიმშრალე ზაფხულში ნაკლებად გავრცელებულია, არ არის აუცილებელი გამოიყენოთ მინერალებით იმდენად მდიდარი კრემი, როგორიც ზამთარში გჭირდებათ.

  1. დარწმუნდით, რომ თქვენი თავის მოვლის პროდუქტი არ ახშობს ფორებს

დახშულმა ფორებმა შეიძლება ზაფხულში მწვავე გამონაყარი გამოიწვოს. იმისათვის, რომ თავი დაიცვათ ფორებში ოფლისა და ცხიმის დაგროვებისგან, კარგი საშუალებაა გამოიყენოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ხელს არ უწყობს ფორების დახურვას.

  1. სწორად დაიბანეთ სახე

რადგან ზაფხულში მეტი აქტივობების შესრულება გიწევთ და შესაბამისად ოფლიც ჭარბი რაოდენობით გამოიყოფა, საჭიროა სახეც უფრო კარგად გაიწმინდოთ. დაბანისას გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ბრენდის გელი ან ქაფიანი გამწმენდი საშუალებები. ყურადღება მიაქციეთ თმის ზოლის მიმდებარე ადგილებს და სახის გარე კიდეებს, რომლებიც წმენდისას შეუმჩნეველი რჩება ხოლმე.

  1. რეტინოიდები გამოიყენეთ ზომიერად

რეტინოიდი ნებისმიერი სახის ნატურალური ან სინთეზური პროდუქტია, რომელიც „ა“ ვიტამინისაგან მიიღება.

„რეტიონოიდები ზრდის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ. სწორედ ამიტომ გირჩევთ შეამციროთ მათი გამოყენების სიხშირე ან გაზარდოთ მზისგან დამცავი საშუალებები.“ – ნიუ ჯერსის სერტიფიცირებული დერმატოლოგი კარან ლალი.

ეს ძირითადი რჩევებია, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ გსურთ, რომ საზაფხულო კლიმატისა და მზის მავნე გამოსხივებისგან თავი დაიცვათ.

წყარო : instyle.com

კომენტარები

სილამაზე 2022-05-14
anna
Tags სილამაზე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის დროით 21:14 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა

შემდეგი სტატია

ანდრეი ცაპლიენკო: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მორიგი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

მსგავსი სტატიები

worldometers: მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 70 მილიონს გადააჭარბა

worldometers: მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 70 მილიონს გადააჭარბა

ნინო ჩხეიძე 11 დეკ 2020
სოსო ნანობაშვილი: საჭიროა საერთოდ ომიკრონის “გაბტონებისას” აცრა? “ადვილად გადავიტან, იმუნიტეტი მექნება და აცრა არ დამჭირდება!” – ასეთია “მარტივი” გამოსავალი?

სოსო ნანობაშვილი: საჭიროა საერთოდ ომიკრონის “გაბტონებისას” აცრა? “ადვილად გადავიტან, იმუნიტეტი მექნება და აცრა არ დამჭირდება!” – ასეთია “მარტივი” გამოსავალი?

ნინო ჩხეიძე 11 თებ 2022
“მე მინდა ამ შემთხვევაში დავესესხო ჩვენი ყოფილი ლიდერისა და მსოფლიოში ცნობილი პიროვნების, ედუარდ შევარდნაძის გამონათქვამს…”

“მე მინდა ამ შემთხვევაში დავესესხო ჩვენი ყოფილი ლიდერისა და მსოფლიოში ცნობილი პიროვნების, ედუარდ შევარდნაძის გამონათქვამს…”

ნინო ჩხეიძე 24 მარ 2021

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge