NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»რა ქონება დატოვა მსოფლიოს უმდიდრესმა პრეზიდენტმა

რა ქონება დატოვა მსოფლიოს უმდიდრესმა პრეზიდენტმა

14 მაი 2022 მსოფლიო 206 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი და აბუ-დაბის ემირი, ხალიფა იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყანაში 40 დღიანი გლოვა გამოცხადდა. სამი დღე არ იმუშავებს ფედერალური და ადგილობრივი ორგანოები. ხალიფას ადგილს მალე მისი უმცროსი ძმა, მუჰამედ ბინ ზაიდ ან ნაჰაიანი დაიკავებს. ოჯახი საკმაოდ დიდ მემკვიდრეობას მიიღებს – ალ ნაჰაიანმა საკმაოდ დიდი სიმდიდრე დააგროვა.

შეიხის გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ 2014 წელს მან ინსულტი და მძიმე ოპერაცია გადაიტანა. მას შემდეგ საზოგადოებაში ის იშვიათად ჩნდებოდა. ფაქტობრივად, ქვეყანას მისი უმცროსი ძმა მართავდა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტი ხალიფა 2004 წელს გახდა. ამ თანამდებობაზე მან მამამისი შეცვალა, რომელიც საემიროების დამაარსებელი და 1971 წლიდან პირველი პრეზიდენტი იყო.

შეიხს ერთი ცოლი და რვა შვილი დარჩა.

ხალიფა იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანი – მსოლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. 2009 წლის მონაცემებით, მისი ქონება 150 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რეიტინგში სახელწოდებით „მსოფლიოს უმდიდრესი მონარქები“ 2007 წლიდან ის მეორე ადგილს იკავებს.

„მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების“ რეიტინგში, რომელიც „ფორბსის“ მიხედვით შედგა, შეიხი 43-ე ადგილს იკავებს. ნაჰაიანი მართავდა ერთ-ერთ უმსხვილეს სუვერენულ ფონდს, რომლის აქტივები იყო 830 მილიარდი დოლარი და აკონტროლებდა ნავთობის მარაგს 97,8 მილიარდ ბარელს.

საემიროების ყოფილი პრეზიდენტი კურირებდა საინვესტიციო ფონდს Abu Dhabi Investment Authority. საწარმოს კაპიტალიზაცია, სხვადასხვა შეფასებით, 875 მილიარდ დოლარს აღწევს.

მონარქი უძრავ ქონებას მთელს მსოფლიოში ფლობდა. ასობით ვილა, სასახლე, კოშკი. მარტო ლონდონში 140 ობიექტი. ყველაზე ძვირადღირებულად უინძორის პარკთან მდებარე მე-18 საუკუნის სასახლე, ინგლისის დედოფლის რეზიდენციის მახლობლად. ხალიფამ ის 1989 წელს 22,6 მილიონ დოლარად შეიძინა. ამის შემდეგ სასახლეში მან სპეციალური ბაკები დააყენა, საიდანაც საფრანგეთის ალპებიდან მინერალური წყალი Evian მოდიოდა. აქ ის მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი და ნახევარი დღე გაატარა.

თუმცა არსებობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სადაც არასოდეს ყოფილა. მაგალითად ესპანეთში არსებული ვილა, რომელიც 20 წელზე მეტია მისი კუთვნილება იყო და სადაც სამზარეულო და ტექნიკა ჯერ კიდევ გაუხსნელ მდგომარეობაშია.

ხალიფა ფლობდა მსოფლიოში ყველაზე დიდ მოტორიან იახტას Azzam, რომელიც სპეციალურად მისთვის 2013 წელს გერმანულმა კომპანიამ Lürssen-მა ააშენა. მისი სიგრძე 180 მეტრია. მისი მშენებლობა 28 თვე გაგრძელდა და 620 მილიონი დაჯდა. იახტის წლიური მომსახურება 60 მილიონი დოლარი ღირს. ბორტზე არის ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკი, წყალქვეშა ნავები. ერთდროულად მასზე 36 ადამიანი თავსდება. ხალიფას სახელი ჰქვია მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობას – „ბურჯ ხალიფას“, რომელიც 163 სართულიანია და დუბაიში მდებარეობს. ასეთი საჩუქარი მიიღო მან თავის 62 წლის იუბილეზე. მთელი ცხოვრების მანძილზე ხალიფამ ასევე უხვად გაიღო შემოწირულობები. მაგალითად, 2008 წელს არაბთა გაერთიანებული საემიროები დაეხმარა სეიშელის ვალებით დატვირთულ მთავრობას 30 მილიონი დოლარით. მართალია, არსებობს ასეთი ვერსია: ემირმა, სავარაუდოდ, რამდენიმე წლით ადრე სეიშელის კუნძულებზე რვა სართულიანი სასახლე ააშენა პრობლემური საკანალიზაციო სისტემით, რომლის შედეგად დაიტბორა ადგილობრივი წყალსაცავები. მისი შემოწირულობა კი სწორედ აღნიშნული ზარალის კომპენსაციას წარმოადგენდა.

 

 

 

წყარო

კომენტარები

TOP არაბეთის გაერთიანებული საემიროები 2022-05-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არაბეთის გაერთიანებული საემიროები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 16 მაისს გამოაცხადებს

შემდეგი სტატია

კობახიძე: ვისაც ეწყინა, რომ საქართველო არ იყო წარმოდგენილი დიდ შვიდეულზე, მას სწყინს ის, რომ …

მსგავსი სტატიები

რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ტოპოლის“ საცდელი გაშვება განახორციელა

რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ტოპოლის“ საცდელი გაშვება განახორციელა

27 სექ 2017

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სააკაშვილი 5 დეკემბერს გაუჩინარდა

06 დეკ 2017

იტალიაში წყალდიდობას 6 ადამიანი ემსხვერპლა

11 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge