NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 16 მაისს გამოაცხადებს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 16 მაისს გამოაცხადებს

14 მაი 2022 სამართალი 147 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი 16 მაისს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა. სწორედ ამ დღეს ისარგებლა ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით.

გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელშიც მან ოჯახის წევრებს, “მთავარ არხს”, ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს მიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის არარსებულ დანაშაულებს საკუთარ თავზე იღებდა. გვარამიამ მოსამართლეს სამართლიანობისკენ მოუწოდა.

„მე ვიბრძვი თავისუფლებისთვის, მე ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. თქვენც მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი”, – მიმართა გვარამიამ ლაშა ჩხიკვაძეს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

კომენტარები

TOP ნიკა გვარამია 2022-05-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკა გვარამია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პოდოლიაკი: მოსკოვის მუქარა აღარავის აღარ აინტერესებს, ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა

შემდეგი სტატია

რა ქონება დატოვა მსოფლიოს უმდიდრესმა პრეზიდენტმა

მსგავსი სტატიები

„საკრებულოს სამი წევრი ფიქსირდება კომპანიის დირექტორად, რაც წარმოადგენს შეუთავსებელ საქმიანობას“

06 ოქტ 2017
სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სოსო ელისაშვილი 17 მარ 2018
თბილისში 65 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში 65 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ნინო ჩხეიძე 15 მაი 2021

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge