NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“არ გკად­რებ, არ გა­გამ­ხნე­ვებ” – პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი ტე­ლე­წამ­ყავნ ნიკა წუ­ლუ­კი­ძის ოჯა­ხის უდი­დეს ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა

“არ გკად­რებ, არ გა­გამ­ხნე­ვებ” – პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი ტე­ლე­წამ­ყავნ ნიკა წუ­ლუ­კი­ძის ოჯა­ხის უდი­დეს ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა

14 მაი 2022 საზოგადოება 248 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი ტე­ლე­წამ­ყავნ ნიკა წუ­ლუ­კი­ძის ოჯა­ხის უდი­დეს ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც თან ორი ლექ­სი აქვს დარ­თუ­ლი:

“ჩემო ნიკა!

ვიცი, შვი­ლო, ეჭვი არ გე­პა­რე­ბა, თუ რო­გორ გან­ვიც­დი შენი და შენი ოჯა­ხის მძაფრ­სა და შემ­ზა­რავ ტკი­ვილს. ეს ლექ­სი შენს გა­სამ­ხნე­ვებ­ლად არ და­მი­წე­რია, რად­გან კარ­გად ვიცი – ყვე­ლა­ნა­ი­რი გვერ­დში დგო­მა და გამ­ხნე­ვე­ბა უძ­ლუ­რია, უსუ­სუ­რია იმ გან­ცდებ­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ამ­ჟა­მად შენ და შენი ოჯა­ხი გრძნობთ. ამ ლექ­სის და­წე­რაც იმი­ტომ გავ­ბე­დე, რომ თუ ვინ­მეს ამ ტკი­ვი­ლის რა­ი­მე გა­ე­გე­ბა, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯა­ხი…

21:58 / 13-05-2022 პო­ე­ტი ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი ტე­ლე­წამ­ყავნ ნიკა წუ­ლუ­კი­ძის ოჯა­ხის უდი­დეს ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც თან ორი ლექ­სი აქვს დარ­თუ­ლი:

“ჩემო ნიკა!

ვიცი, შვი­ლო, ეჭვი არ გე­პა­რე­ბა, თუ რო­გორ გან­ვიც­დი შენი და შენი ოჯა­ხის მძაფრ­სა და შემ­ზა­რავ ტკი­ვილს. ეს ლექ­სი შენს გა­სამ­ხნე­ვებ­ლად არ და­მი­წე­რია, რად­გან კარ­გად ვიცი – ყვე­ლა­ნა­ი­რი გვერ­დში დგო­მა და გამ­ხნე­ვე­ბა უძ­ლუ­რია, უსუ­სუ­რია იმ გან­ცდებ­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ამ­ჟა­მად შენ და შენი ოჯა­ხი გრძნობთ. ამ ლექ­სის და­წე­რაც იმი­ტომ გავ­ბე­დე, რომ თუ ვინ­მეს ამ ტკი­ვი­ლის რა­ი­მე გა­ე­გე­ბა, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯა­ხი…

00:01 / 00:25 -0:23 არ გკად­რებ, არ გა­გამ­ხნე­ვებ,

არც სიმ­შვი­დეს გთხოვ სუ­ლი­სას,

შენს თავს შენ უნდა უწამ­ლო – წა­მალს სხვას ნუ სთხოვ წყლუ­ლი­სას,

ბინ­დის­ფე­რო­ბამ სოფ­ლი­სამ

დღე მრა­ვალს გა­და­უ­ნის­ლა,

მეც ამ ტკი­ვილ­მა და­მიდ­ნო

თხე­ლი კედ­ლე­ბი გუ­ლი­სა,

დამ­ლია წუ­თი­სო­ფელ­მა,

ამ­ღვრე­ვამ სიყ­ვა­რუ­ლი­სამ…

მოვ­თქვამ, ასეთ­მა ამინდმა

ლა­მის ჭკუ­ი­დან შემ­შა­ლოს,

გად­მო­დი, მოვ­თქვამ ძილ­ში­აც –

ცრემ­ლო! თვა­ლებ­თან შემშრა­ლო,

ერ­თსა გთხოვ მამა-შვი­ლუ­რად –

მზე მაგ გულ­ში არ შეც­ვა­ლო!

მტერს ლაღი უნდა ეგო­ნო –

ტკი­ვი­ლით მი­წის მკბე­ჩა­ვო…

დრო სიმ­ღე­რას გთხოვს? იმ­ღე­რე!

ჯავ­რმა არ გა­გა­ბე­ჩა­ვოს.

შვი­ლო! ჭრე­ლია სა­წუთ­რო,

ზნეს არ და­იგ­დებს თა­ვი­სას,

ბევ­რჯერ აგიშ­ლის გო­ნე­ბას

ჩქა­მი სუ­ლე­თის კა­რი­სა,

ბევ­რჯერ ცრემ­ლე­ბით დაჰ­ხვდე­ბი

ცაზე გად­მოს­ვლას მთვა­რი­სას,

ბევ­რჯერ აჰ­ხე­დავ ეჭ­ვი­თა ზნეს

უფ­ლის სა­მარ­თა­ლი­სას…

უნდა იბ­რძო­ლო!

სიკ­ვდილ­თან შეკ­ვრა არ გმარ­თებს ზა­ვი­სა,

არცა გთხოვ გვერ­დის აქ­ცე­ვას

მთი­დან მომ­სკდა­რი ზვა­ვი­სას,

ცრემ­ლის­თვის ღამე და­ზო­გე –

დღე რომ აბ­ჯა­რი აის­ხა!..

ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი, რო­მელ­საც შვი­ლი­ვით უყ­ვარ­ხარ და ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით შე­მოგ­ყუ­რებს.

როცა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, საშ­ვე­ლი სხვა რომ ვერა ვნა­ხე რა, სიკ­ვდი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნე და თუ რო­გორ, ამა­ზეც ლექ­სად მინ­და გა­გე­სა­უბ­რო:

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცვლება,
ცვარი ეღვრება ციდან იელებს,
ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება
ეს შემზარავი სიცარიელე…
კლდეებს ნაწყლულევთ ნისლით ვუხვევდი,
ცაო! როგორ მღლი შენი უფლობით,
წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე და, მე და მთვარე ვჭირისუფლობდით.”

 

კომენტარები

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი 2022-05-14
ნინო ჩხეიძე
Tags ნიკა წუ­ლუ­კი­ძე ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თაკო ჩარკვიანი: რა გჭირთ ადამიანებო -( პოლიტიკოსებო) სააკაშვილს თავდებობას აყვედრით?! სასაცილოა

შემდეგი სტატია

ერდოღანი: თურქეთი არ არის განწყობილი დადებითად ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ

მსგავსი სტატიები

დაპირისპირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

12 ოქტ 2017
National Geographic Traveler ბათუმს ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში ასახელებს

National Geographic Traveler ბათუმს ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში ასახელებს

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018

„მარნეულის რამდენიმე სკოლაში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა“

05 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge