NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხატია დეკანოიძე: განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული!

ხატია დეკანოიძე: განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული!

13 მაი 2022 პოლიტიკა 192 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არის საქართველო უკრაინასთან მიმართებით ყველა საერთაშორისო პროცესიდან გათიშული! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძე „შემაშფოთებელს“ უწოდებს, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობენ, საქართველო წარმოდგენილი არ არის.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რატომ არ იყო მიწვეული, ხოლო თუ მიიწვიეს, რატომ არ წავიდნენ.

„საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ არის, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ იგივე უსაფრთხოების გამოწვევები გვაქვს, იგივე ოკუპაცია გვაქვს და რა თქმა უნდა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც აქვთ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, ერთად უნდა იყვნენ.

შემაშფოთებელი საკითხია და იმედია, ხელისუფლება განმარტებას გააკეთებს – რატომ ხდება, რომ უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები „დიდი შვიდეულის“ შეკრებაზე იმყოფებიან და იქ საქართველოს წარმომადგენელი არ არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეხვედრას სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე მართავენ.

Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, მაგრამ ექსპორტი შავ ზღვაში რუსეთის ყოფნის გამო შეფერხებულია.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთან, Sky News-ი წერს, რომ შეხვედრას დაესწრებიან უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმ შეშფოთების ფონზე, რომ არსებობს მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების საფრთხე.

სამიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

კომენტარები

TOP ხატია დეკანოიძე 2022-05-13
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ხატია დეკანოიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიგა ბოკერია: „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა არის ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი, პროპუტინისტური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი

შემდეგი სტატია

ბექა დავითულიანი: საქართველო ყველა ვალდებულების შესრულებაში იყო ლიდერი, სჯობდა უკრაინასაც და მოლდოვასაც…

მსგავსი სტატიები

ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე წუთისოფელი – მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას

ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე წუთისოფელი – მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას

ირაკლი შალიკაშვილი 13 იან 2020
შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა

შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა

23 ნოე 2017
რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, მას ხვალ შალვა პაპუაშვილთან სატელეფონო საუბარი ექნება

რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, მას ხვალ შალვა პაპუაშვილთან სატელეფონო საუბარი ექნება

ნინო ჩხეიძე 12 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge