NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს – სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში

ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს – სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია და კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში

13 მაი 2022 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 207 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა სპეკულაციაა და ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, სააკაშვილმა კეთილი უნდა ინებოს და სასჯელი ბოლომდე საქართველოში მოიხადოს.

„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველს მოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, მაგ ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად, დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები და რა თქმა უნდა, ეს არაადეკვატურია და არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა. ვიფიქროთ განვითარებაზე და შენებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის თემა “იმდენად დახურულია და აბსურდულია”, რომ ძალიან უჭირს ამაზე სერიოზული კომენტარი გააკეთოს.

“როგორ შეიძლება, რომ პატიმარი გადავიყვანოთ საზღვარგარეთ? რატომ? ეს როგორ უნდა მოხდეს საერთოდ? რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე? [სამკურალოდ მისი გადაყვანა] არის ტყუილი და ხალხს ტყუილებს ნუ ელაპარაკებით! თქვენი ტყუილი ცხრა წელი დაითმინა ხალხმა, დაითმინა ათასი უსამართლობა, ჩაგვრა, გაუპატიურება, კვლა“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

2022-05-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავს

შემდეგი სტატია

დმიტრი პესკოვი: „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია მხოლოდ იარაღის დაყრის შემთხვევაში არის შესაძლებელი

მსგავსი სტატიები

„თუ რამე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო, რომელიც არის საკამათო, უნდა დაასაბუთოს“

„თუ რამე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო, რომელიც არის საკამათო, უნდა დაასაბუთოს“

27 დეკ 2018
მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის

მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის

ირაკლი შალიკაშვილი 28 სექ 2020
20 ივნისის სისხლიანი ღამე – საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება

20 ივნისის სისხლიანი ღამე – საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge