NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»მაქსიმ ჟორინი: უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“, იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს

მაქსიმ ჟორინი: უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“, იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს

13 მაი 2022 მსოფლიო 195 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„აზოვსტალში“ ნამდვილი კატასტროფა და ტრაგედიაა, ამ დროისთვის იქ დაახლოებით 500 დაჭრილია და ყოველსაათობრივად ვიღაც კვდება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტების მეირ ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს არ აქვთ მედიკამენტები, უთავდებათ წყალი და უკრაინას არ აქვს იმის საშუალება, რომ მათ დაეხმაროს.

„ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს პასუხისმგებლობაა. ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, უნდა გაერთიანდეს და უკრაინა უნდა დაიცვას. ახლა მარიუპოლში უკრაინა მთელ მსოფლიოს იცავს. ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მესამე, გარე ქვეყნები და გახდნენ იმის გარანტი, რომ გამოყვანენ იქ მყოფ ადამიანებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ დავრწმუნდით, რომ რუსების სიტყვას ფასი არ აქვს. მათი პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს საჯაროდ მოიტყუოს და მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს. იმ ხალხის ბედი, რომელიც „აზოვსტალში“ იმყოფება, დამოკიდებულია არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროზე.

პუტინი და მთელი რუსეთი ოცნებობენ, რომ მარიუპოლი დაეცეს. მათ იარაღის დაყრისკენ და ჩაბარებისკენ უკვე სამჯერ მოუწოდეს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ უკრაინელები არ გვანან რუსებს. ჩვენ აბსოლუტურად განვსხვავდებით – უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“. ისინი არ ჩაბარდებიან რუსებს, ისინი მზად არიან, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი სიკვდილამდე იბრძოლონ, სანამ თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ექნებათ დარჩენილი. ისინი არ დანებდებიან“, – განაცხადა ჟორინმა.

მან ასევე ისაუბრა მარიუპოლის გათავისუფლების შესაძლებლობასა და სამომავლო სცენარზე.

„დღეს [მარიუპოლის გათავისუფლების] ოპერაცია ძალიან გართულდა. ცხადია, უკრაინელები ამისთვის ემზადებიან, მაგრამ ამას რამდენიმე ეტაპი დასჭირდება და იქნება მასშტაბური ოპერაცია. ის სიღრმე, რომელიც ჩვენ უნდა გავარღვიოთ მარიუპოლის გასათავისუფლებლად უკვე 150 კილომეტრს აღწევს. ერთი ნაბიჯით ამის განხორციელება არ გამოვა. ამისთვის ჩვენ უნდა დაველოდოთ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა გვაძლევს. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, მათ შორის მარიუპოლის“, – აღნიშნა ჟორინმა.

„აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თავის ჯარისკაცებს უკრაინაში „სახორცე მასალად გზავნის“.

„რუსეთი დღეს იმდენად მონური ქვეყანაა, რომ ისინი ხალხის ძალიან დიდ რაოდენობას არც კი ითვლიან და საომრად ყრიან სახორცე მასალად. ჩვენ შევძელით და რუსეთის ჯარი შევაჩერეთ. არის ასეთი ტერმინი, რომელსაც „აქტიური დაცვა“ ჰქვია და ჩვენ სწორედ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ ჯარისკაცს გამოგზავნის და არც შეიცოდებს მათ. არც ის გამიკვირდება, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს – ეს სრულიად შესაძლებელია. საქმე იმაშია, რომ წარუმატებლობის გამო რუსეთს უკვე არაერთხელ გამოუყენებია ქიმიური იარაღი – მათ შორის მარიუპოლსა და იზიუმის ოლქში. თუ მთელ მსოფლიოს არ ექნება ამაზე რეაქცია და რუსეთს არ შეეწინააღმდეგება, შემდეგ ეტაპზე ისინი [რუსები] ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ“, – განაცხადა მაქსიმ ჟორინმა.

კომენტარები

TOP აზოვი მაქსიმ ჟორინი უკრაინა 2022-05-13
ნინო ჩხეიძე
Tags TOP აზოვი მაქსიმ ჟორინი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობისა და აღორძინების ზონად გადაიქცეს

შემდეგი სტატია

ზაზა შათირიშვილი: დარწმუნებული ვარ, ვერც დიდი და ვერც პატარა ბოკერიები ვერც გადატრიალებას მოახდენენ და ვერც ომში ჩაგვითრევენ

მსგავსი სტატიები

ნურსულთან ნაზარბაევი მინისტრებს:  თუ ნორმალურად არ იმუშავებთ, თქვენს ადგილებზე უცხოელებს დავასაქმებ

ნურსულთან ნაზარბაევი მინისტრებს: თუ ნორმალურად არ იმუშავებთ, თქვენს ადგილებზე უცხოელებს დავასაქმებ

05 ოქტ 2018
telegraph.co.uk: მსოფლიოში პირველად  ადამიანის თავის ტრანსპლანტაცია წარმატებულად განხორციელდა

telegraph.co.uk: მსოფლიოში პირველად ადამიანის თავის ტრანსპლანტაცია წარმატებულად განხორციელდა

17 ნოე 2017

ისრაელმა UNESCO დატოვა

12 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge