NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზაზა შათირიშვილი: დარწმუნებული ვარ, ვერც დიდი და ვერც პატარა ბოკერიები ვერც გადატრიალებას მოახდენენ და ვერც ომში ჩაგვითრევენ

ზაზა შათირიშვილი: დარწმუნებული ვარ, ვერც დიდი და ვერც პატარა ბოკერიები ვერც გადატრიალებას მოახდენენ და ვერც ომში ჩაგვითრევენ

13 მაი 2022 პოლიტიკა 326 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფილოლოგის, ზაზა შათირიშვილის შეფასებით, საქართველო დიდი შვიდეულის ქვეყნების შეხვედრებზე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მიიწვიეს, რადგან “ომში არ ერთვება”. შათირიშვილის წერილს  POSTV ავრცელებს.  წერილს უცვლელად გთავაზობთ:

დღეს სრულიად ნაციონალური მოძრაობა უტევდა ხელისუფლებას იმის გამო, რომ დიდ შვიდეულზე, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა ესწრებოდნენ, საქართველო არ მიიწვიეს.

როდის მიუწვევიათ საქართველო დიდ შვიდეულზე, ახლა რომ მიეწვიათ? ან უკრაინას და მოლდოვას რა ესაქმებოდათ შვიდეულზე?

გერმანიის საელჩომ კარგად განმარტა ამის მიზეზი. უკრაინაც და მოლდოვაც შვიდეულზე ომის გამო მიიწვიეს.

უკრაინა ომში უკვე ჩართულია და როგორც ჩანს, მოლდოვის იმედიც აქვთ, ომში საქართველოს ჩართვის იმედს კი უკვე ბოლომდე კარგავენ. დიდი შვიდეულის ფორმატმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სხვა შემთხვევაში, ვინმეს მიწვევაზე თუ მიდგება საქმე, ბუნებრივია, საქართველო ორივე ქვეყანაზე ბევრად უფრო წარმატებულია და პირველი ჩვენ უნდა მივეწვიეთ.

საქართველო ომში არ ერთვება და იმიტომაც არ მიიწვიეს. მიიწვიეს მხოლოდ ის, ვინც ომშია ან ომში ვისი ჩათრევაც უნდათ.

ნაციონალური მოძრაობა რომ ამის გამო ხელისუფლება საყვედურობს, ეს არის შანტაჟის უსუსური მცდელობა.

გარდა ამისა, მარტივი პარალელის გავლებაც შეიძლება. საქართველო შვიდეულზე იმიტომ არ მიიწვიეს, რომ არ ომობს. ანუ ვისაც არ მოსწონს საქართველოს შვიდეულზე არყოფნა, მას არ მოსწონს საქართველოს ომში არყოფნაც. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა უნდა ომის პარტიას – ახალი სისხლისმღვრელი ომი საქართველოში.

გრძელდება მუდმივი მცდელობა, რამენაირად დააშანტაჟონ საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიონ. შვიდეულის ფორმატიც ამის კიდევ ერთი მაგალითია. როგორც აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვების, ვერტმფრენისა და ნახატების გაჩერებით, ზუსტად ისე აშანტაჟებენ ხელისუფლებასაც ხელოვნური პიარული სცენებით.

გვაჩვენებენ, რომ ცუდი იმიტომ ვართ, რომ არ ვომობთ. შვიდეულის ფორმატის სახით, ეს სცენაც ვისი დადგმულია, ძნელი მისახვედრი არაა. როგორც გადარიცხვებს, ვერტმფრენს და ნახატებს ვერ გააჩერებდა ვერავინ, გარდა ამერიკელებისა, ისე, მათ გარდა, ვერც ამ ფორმატს დაალაგებდა ვერავინ.

ეს ტრიუკიც იგივე მიზანს ემსახურებოდა, რასაც ყველა წინა მანიპულაცია – ვერაფრით რთავენ საქართველოს ომში და ახლა კიდევ ერთი სასოწარკვეთილი მცდელობა ჰქონდათ, საქართველოს თემა უარყოფითად აეწიათ. აქაური აგენტურაც, ბოკერიას ხელმძღვანელობით, კარგად აპრობირებული სქემის შესაბამისად, თემას მყისიერად ჩასაფრებული დახვდა.

ხელისუფლებას სუფთა ხელები აქვს და ვერავითარი კომპრომატი ვერ მოუძებნეს. მხოლოდ ასეთი ხელოვნური და მოგონილი, სასაცილო თემებით ცდილობენ უსუსური კამპანიების აგორებას იმის შესახებ, რომ თითქოს ხელისუფლება უვარგისია.

იგივეს აკეთებდნენ ბიძინა ივანიშვილზეც. როცა რუსეთთან ვერავითარი კვეთა ვერ უპოვეს, ამერიკელებთან მეგობრობასა და კორუფციულ ბიზნესგარიგებებში მხილებული ევტუშენკოვის გამოგონილი ზარით ააგორეს კიდევ ერთი უსუსური კამპანია.

ერთი თვის წინ ამერიკელი რევოლუციების სპეციალისტი ჩამოიყვანეს ბაკურიანში, რომ ნაციონალები ხელისუფლების გადატრიალებაში დაეტრენინგებინათ, ახლა კი, ხელოვნური სცენებითა და შანტაჟით, რასაც თბილისიდან ორკესტრირებულად ჰყვებიან ბოკერია და მისი კოლეგები, გადატრიალებისთვის ხელოვნური საბაბის შექმნას ცდილობენ.

ეს ყველაფერი ამერიკელების გაშიფრული ხელწერაა და ამის გაანალიზება კარგად დაკვირვებულ კაცს არ გაუჭირდება.

დარწმუნებული ვარ, ვერც დიდი და ვერც პატარა ბოკერიები ვერც გადატრიალებას მოახდენენ და ვერც ომში ჩაგვითრევენ. მარტივი ფილოსოფიური ჭეშმარიტებაა, რომ ბოროტზე ბოლოს მაინც კეთილი იმარჯვებს.

უნდა გავძლოთ და შანტაჟის გამო, ქვეყანა არ უნდა გავწიროთ.

შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გაჩენილ პრობლემებს, მათ შორის საკვებთან და ენერგიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს.

G7-ის ქვეყნებთან ერთად სამიტზე ასევე მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველო მიწვეულთა სიაში ვერ მოხვდა.

 

კომენტარები

G7 ზაზა შათირიშვილი 2022-05-13
ნინო ჩხეიძე
Tags G7 ზაზა შათირიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაქსიმ ჟორინი: უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“, იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს

შემდეგი სტატია

თაკო ჩარკვიანი: რა გჭირთ ადამიანებო -( პოლიტიკოსებო) სააკაშვილს თავდებობას აყვედრით?! სასაცილოა

მსგავსი სტატიები

ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს ავრცელებს

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა – საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების სამუშაო ჯგუფი დღეს შეხვდება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა – საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების სამუშაო ჯგუფი დღეს შეხვდება

ირაკლი შალიკაშვილი 05 აგვ 2019
ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს”

ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს”

სოსო ელისაშვილი 09 მაი 2019

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge