ფეისბუკსაზოგადოება “განრისხებულია” ! როგორ ბედავენ მავანნი და დასავლეთს აკრიტიკებენ უკრაინის დახმარების დაგვიანებისთვისო. ორი კვირით დაგვიანება რა პრობლემააო ? ამ “განრისხებულებს მინდა შევახსენო, დასავლეთმა 2 კვირით კი არა 22 წლით დააგვიანა !
როცა პუტინმა 1999 წელს, საკუთარი მძინარე მოსახლეობა ააფეთქა მოსკოვში, პეჩატნიკებში. შემდეგ ეს ჩეჩნებს დააბრალა და მერე იქ უმოწყალოდ ამოჟლიტა საკუთარი მოქალაქეები, აი მაშინ უნდა გამოფხიზლებულიყვნენ და ეს კაციჭამია მოეშთოთ. მათ კი კაციჭამიასთან ტანგო და ფულის კეთება ამჯობინეს. აი, მაშინ პირველად დააგვიანეს.
როცა ბუქარესტში ჩაისვარეს და ნატოში არ მიგვიღეს, ამით კი პუტინს საშუალება მისცეს საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა 2008-ში, მაშინაც დააგვიანეს.
როცა მკვლელმა დაუსჯელობა იგრძნო, უკრაინაში შეიჭრა და ყირიმი ურცხვად წაართვა და “დაიმტკიცა”, დასავლეთმა კი ჩუმად გაუტარა და წაუყრუა აი, მაშინაც დააგვიანეს.
დღეს, ლენდლიზს მოაწერეს ხელი თუ რაკეტები მიაწოდეს ამას ნუ იმადლება ნურავინ ! ისევ დასავლეთს სჭირდება უკრაინა, როგორც ფარი და უკრაინაც საკუთარი მოქალაქეების სისხლის და ხორცის ფასს იხდის დასავლეთის დაცვაში !
კაცს, რომ მოკლავენ და 20 წლის შემდეგ სინანულს დაიწყებენ, ეგ ბიძიკოებო ეკლესიაში მოყევით. პოლიტიკაში სინანული არ არსებობს. პოლიტიკაში შეცდომას ბევრად დიდი მასშტაბი აქვს.
მე პრეტენზიები მექნება ყველას მიმართ ვინც ეს კაციჭამია ორკი გააჯეჯილა ! ზუსტად იგივე, რაც მსოფლიოს ჰქონდა 30-იანების დასავლეთის იმ ლიდერებთან ვინც ჰიტლერს წაუყრუა.
დასავლური გზა, რომ ავირჩიეთ არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთში ყველაფერი კარგად არის და იქ არ უშვებენ შეცდომებს. შეცდომებს კი თვალი უნდა გავუსწოროთ და ამაზე ვილაპარაკოთ კიდეც,” – წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე.
კომენტარები