NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ლექსო თორაძე გარდაიცვალა

ლექსო თორაძე გარდაიცვალა

11 მაი 2022 კულტურა 258 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.

შემოქმედებითი გზის დასაწყისში უკვე ყველამ იცოდა, რომ მუსიკაში ლექსო თავის სათქმელს იტყოდა და შესაბამის ადგილსაც დაიკავებდა. მან  უკვე ცხრა წლის ასაკში დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. ე. გურევიჩის კლასი; 1970-1975 წლებში სწავლობდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ბ. ზემლიანსკის კლასი), ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა (პროფ. ლ. ნაუმოვის კლასი).

1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში  ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია.

1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში და ეწეოდა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი; მის შესრულებას ახასიათებდა მასშტაბურობა, რომანტიულობა, არტისტული ტემპერამენტი.

მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვ. ნაწარმოებთა შესრულებით; პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით.

1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქ. საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა; ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტები -საქართველოდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ლექსო თორაძეს ორი ვაჟი ჰყავს – ალექსანდრე და დავითი. დღეს ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი, მამის მსგავსად, პიანისტია. ლექსო თორაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.

კომენტარები

TOP ლექსო თორაძე 2022-05-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლექსო თორაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირველი კადრები ბალეტ “ოტელოს” გენერალური რეპეტიციიდან

შემდეგი სტატია

პეტრო ანდრიუშენკო: მარიუპოლში მყოფი მოსახლეობა, ფაქტობრივად, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარს გასცდა

მსგავსი სტატიები

ნასტასი კინსკი იუბილარია

ნასტასი კინსკი იუბილარია

ნინო ჩხეიძე 25 იან 2021
სოფიკო ჭიაურელი და ლიზა ბაგრატიონი – ვიდეო განწყობისათვის

სოფიკო ჭიაურელი და ლიზა ბაგრატიონი – ვიდეო განწყობისათვის

ნინო ჩხეიძე 15 იან 2022
Forbes  2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგს აქვეყნებს

Forbes  2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგს აქვეყნებს

20 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge