NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზარქუა: ტიპი რა დონის თავხედია – გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო, ასეთი რამ გაგონილა?

ზარქუა: ტიპი რა დონის თავხედია – გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო, ასეთი რამ გაგონილა?

11 მაი 2022 პოლიტიკა 332 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადამიანი, ტიპი რა დონის თავხედია – გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო, ასეთი რამ გაგონილა? – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კერძო კლინიკაში გადასვლასთან დაკავშირებით, გარკვეულ პირობებზე საუბრობს.

ზარქუა ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილს, თავდებში ჩაუდგნენ მას იმისთვის, რომ მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა განხორციელდეს და ამას “ცირკი” უწოდა.

“სააკაშვილი შემოქმედი იყო იმ უბედურების, რაც ქვეყანაში და ციხეებში ტრიალებდა. სამედიცინო სერვისი კი არა, ხალხს პირდაპირ ასახიჩრებდნენ. გახსოვთ, ციხიდან რამდენი გარდაცვლილი გამოჰყავდათ და რა დღეში იყვნენ. ადამიანი, ტიპი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა? სისულელე 5 თუ 6 პირობა წააყენა. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. მისი გადასწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ არა. როგორც ყველა პატიმარს, ასევე მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, შიმშილობა და არშიმშილობა მისი პირადი გადასაწყვეტია. რაც შეეხება თავდებობას, ეს ყველაფერი ცირკად აქციეს, შოუს ელემენტები შეიტანეს. თავდებში ვინ უნდა დაუდგეს, მათ შორის ავტორიტეტული რომელია, რომელიც პირობას დადებს და შემდეგ არ შეცვლის? კონკრეტული გვარი თქვით. ამ ადამიანს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე და მორჩა, მან უნდა მოიხადოს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შევთავაზეთ, რომ კვლევები ჩაიტაროს. ამ შეთავაზებას ულტიმატუმებით და პირობებით უპასუხა. ესე იგი, განცდა არ აქვს, რომ ცუდად არის და კი ბატონო, იყოს. ეს შეთავაზება ძალაშია და ის უწყვეტად სამედიცინო პერსონალის მონიტორინგის ქვეშ იქნება,”- განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

TOP ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილი 2022-05-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სერგეი ვოლინა: თუ ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების თხოვნა გვაიძულებს ვიმოქმედოთ, მაშინ …

შემდეგი სტატია

ანა ნაცვლიშვილი: საქართველო და მსოფლიო წყალს წაუღია, ოღონდ ივანიშვილის ფული იყოს უსაფრთხოდ, ამას ადასტურებს ანთებული კობახიძე და …

მსგავსი სტატიები

ხარისხის კონტროლს ახორციელებს სურსათის უვნებლობის სამსახური – სერგეენკო ბავშვთა კვების საკითხზე

ხარისხის კონტროლს ახორციელებს სურსათის უვნებლობის სამსახური – სერგეენკო ბავშვთა კვების საკითხზე

18 თებ 2019

„ასეთი ადამიანი არასოდეს აიღებს ქვეყანაზე პასუხისმგებლობას“

21 ნოე 2018
ცხოვრებაში არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა

ცხოვრებაში არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა

ირაკლი შალიკაშვილი 21 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge