11 მაისი, 2022- დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური
ბანკი, ”Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღეს” გამართავს. არ გამოტოვოთ
ღონისძიება, სადაც სპიკერები მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო
გეგმებზე და სიახლეებზე მოგიყვებიან.
ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში შეძლებთ: https://bit.ly/3vB7y2a
Bank of Georgia UPDATE-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები,
პროდუქტები და სერვისები, რომელსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით,
მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს. ღონისძიების
სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ისინი ისეთ თემებზე
ისაუბრებენ, როგორიცაა:
• საქართველოს ბანკის მობილბანკის მომავალი
• გადახდების მართვის მეთოდი ბიზნესისთვის
• ბიზნესისთვის საჭირო სერვისები
• ყიდვის ახალი გამოცდილება
• ქართული ენის ტრანსფორმაცია
• სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის და სხვა.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:
https://bit.ly/3w2IGzh
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი ”Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღეს” გამართავს
კომენტარები