NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გოცირიძე: …ეს არის სავალალო

გოცირიძე: …ეს არის სავალალო

11 მაი 2022 პოლიტიკა 508 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების გაზრდის წინადადებით მიმართა და აღნიშნული დარგის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა ითხოვა.

„ზოგადად, რომ შევაფასოთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სავალალო და ეს არა მხოლოდ ერთ სამინისტროს, არამედ ეს ეხება მთლიანად მთავრობის მუშაობას და ის უსუსურობა, არაკომპეტენტურობა, მუშაობის არა ეფექტიანობა, ბიუჯეტის ფლანგვა, ეს ყველაფერი გამოვლინდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ექსტრემალური ვითარება გაჩნდა. კოვიდის შედეგებმა და მისმა შედარებამ სხვა ქვეყნებთან გვაჩვენა, რომ ძალიან ცუდად მუშაობს საქართველოს მთავრობა. მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა, მისმა განცხადებამ, მინისტრების განცხადებებმა,

არათანმიმდევრულობამ, ჯარიმების საარჩევნოდ ჩამოწერამ ეს ყველაფერი აჩვენა. ვინ დააჯარიმეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში? რატომ არსებობს კანონი თუ ის არ სრულდება? იგივე ნიღბები – რამდენს უკეთია ავტობუსებში? ამიტომ ეს ყველაფერი თითქოს პატარა, ცალკეული მაგალითია, მაგრამ ერთ რამეს აჩვენებს – ეს სახელმწიფო არასწორად იმართება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც გააკრიტიკა და იგი უძირო ქვევრს შეადარა.

მისი განცხადებით, წლის ბოლომდე პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები იხარჯება და შემდეგ ხდება დამატებით თანხების მოძიება.

„არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ამ პროგრამას არ ქონოდა რამდენიმე მილიონიანი გარღვევა. წლის ბოლოს საიდან მოგაქვთ ეს ფული? და 35 მილიონი რა არის იცით? ეს არის დღეს ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პროგრამა. აქ რამდენჯერმე ახსენეს ეს პროგრამა და მისასალმებელია, რომ ამაზე ვსაუბრობთ. მთელი ფსიქიატრიული დარგი დაწყებული დიდი სტაციონარებით დამთავრებული პოლიკლინიკებით, ყველა ერთად არის ერთი საშუალო სიდიდის ევროპული, ჩეხური ან უნგრული კლინიკის ბიუჯეტი. მცირედი მატებაა ყოველ წელს, მაგრამ ეს არაფერია. 35 მილიონი ერთბაშად უნდა დაუმატოთ. ამიტომ, როდესაც მოდიხართ ახალი მინისტრი, ადექით და ერთი საქმე დატოვეთ. როცა მინისტრი წავა არავის არაფერი არ გაახსენდება ვინ რა გააკეთა, მაგრამ თუ თუნდაც ამ ერთ პრობლემას მოუვლით, საშვილიშვილოდ ემახსოვრებით თქვენ. ჩემი მოწოდება იქნება, როდესაც მოხვალთ და ბიუჯეტს მოიტანთ, პატარა გარღვევა მაინც გააკეთეთ”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

TOP რომან გოცირიძე ჯანდაცვა 2022-05-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რომან გოცირიძე ჯანდაცვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული

შემდეგი სტატია

გრიგორი ლეპსი დონბასში რუსი ჯარისკაცებისთვის იმღერებს

მსგავსი სტატიები

„იგივე გადაწყვეტილება მიიღო ფაქტიურად სასამართლომ, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“

27 ოქტ 2017
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა

ირაკლი შალიკაშვილი 22 სექ 2022
პაატა მანჯგალაძე: პოლიტიკური ნების არსებობის შემთხევაში ორივე მხრისგან რესურსი აქვს ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესს

პაატა მანჯგალაძე: პოლიტიკური ნების არსებობის შემთხევაში ორივე მხრისგან რესურსი აქვს ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესს

ირაკლი შალიკაშვილი 24 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge