NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»გიგა ბოკერია: დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც მოკავშირედ პუტინს და მთავარ მტრად დასავლურ სამყაროს აღიქვამს

გიგა ბოკერია: დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც მოკავშირედ პუტინს და მთავარ მტრად დასავლურ სამყაროს აღიქვამს

11 მაი 2022 საინტერესო 167 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არ შეიძლება ვუყურებდეთ მთავრობას ასე, რომელიც ჩვენს ისტორიულ არჩევანს – დასავლეთს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს, იმეორებს იმას, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურთ – ეს რეჟიმი ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის უდიდესი საფრთხეა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ყველაფრის ფასად იცავს, რადგან „ეს მთავრობა მთლიანად ივანიშვილზე არის აწყობილი“.

„ქართული ოცნების“ გზავნილები ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ გუშინ ვნახეთ განცხადება, რასაც იგივე ხასიათის განცხადებების ციკლი მოყვა და შემდეგ „იმედზე“ იმით დაგვირგვინდა, რომ ამ ყველაფერს დასავლეთის პროპაგანდა დაარქვეს იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ. ეს განცხადებები არის შემდეგი ნაბიჯი იანუკოვიჩის გზაზე, როდესაც თავისუფალ სამყაროს ეწინააღმდეგები, შემდეგ რეალური თუ არარეალური ამბების გამო გაქვს პანიკა, რომ თავისუფალი სამყარო შენს წინააღმდეგ რაღაცას იზამს. ეს ჯერჯერობით რეალურად არ მომხდარა, თუმცაღა ეს არის თვითახდენადი წინასწარმეტყველება. პოლიტიკური უბედურებაა ის, რომ ეს კაცი (ივანიშვილი) თავს დაიღუპავს, ოღონდ ამასობაში ქვეყანას აზიანებს. არ შეიძლება ვუყურებდეთ მთავრობას ასე, რომელიც ჩვენს ისტორიულ არჩევანს – დასავლეთს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს. იმეორებს იმას, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურთ. ეს რეჟიმი ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის უდიდესი საფრთხეა.

გასაკვირი არ არის თუ რატომ იქცევა ხელისუფლება ამგვარად. ივანიშვილს ბოლომდე, ყველაფრის ფასად იცავენ, რადგან ეს მთავრობა მთლიანად ივანიშვილზე არის აწყობილი. დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ მისი მთავარი მტერი დასავლეთია. ის სიტუაციას ასე ხედავს: ჩემი მოკავშირე არის პუტინი და მთავარი საფრთხე დასავლეთი. ამიტომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად უნდა შევცვალოთ და ქვეყანას განვითარების საშუალება მივცეთ,” – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

TOP გიგა ბოკერია ქართული ოცნება 2022-05-11
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP გიგა ბოკერია ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა 90-იანი წლებიდან დაწყებული ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს გვერდით მდგარიყო

შემდეგი სტატია

ლევან იოსელიანი: ვერ ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი

მსგავსი სტატიები

ეპიკური რეტრო სტილის ტენდენციები, რომლებიც იმედია აღარ დაბრუნდება

16 ოქტ 2017

გენიალური დამხმარე აპლიკაცია პარკირებისას

26 ოქტ 2017
სიყვარულის ჰოროსკოპი – ვის გაუმართლებს 2019 წელს

სიყვარულის ჰოროსკოპი – ვის გაუმართლებს 2019 წელს

09 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge