NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»Social Impact Award 2022 საკონკურსო ნაწილი იწყება

Social Impact Award 2022 საკონკურსო ნაწილი იწყება

10 მაი 2022 ბიზნესი 204 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო
ნაწილს იწყებს. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით,
ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: https://apply.socialimpactaward.net/georgia/.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 მაისი.
პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში
მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე,
ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.
პროგრამის შემდეგ ეტაპზე, შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ
შერჩეული 6 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების
დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის.
პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ
მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის
საერთაშორისო სამიტზე, რომელიც წელს ვენაში (ავსტრიაში) გაიმართება.
სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე
ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური
მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი
ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს
იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად
წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო
და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ
ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა
რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული
გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა
გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ
გზებს გვთავაზობს.
პროგრამა ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით.

კომენტარები

2022-05-10
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯენ ფსაკი: პუტინი ამახინჯებს ისტორიას, ცდილობს გაამართლოს თავისი გაუმართლებელი ომი, რომელმაც მოიტანა სიცოცხლის კატასტროფული დანაკარგი

შემდეგი სტატია

თიბისი ფეი თიბისის ბიზნეს მომხმარებლისთვის საკომისიოს აუქმებს

მსგავსი სტატიები

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 1,490 მლრდ ლარით გაიზარდა

ნინო ჩხეიძე 14 აგვ 2020
ევექსი კლინიკები რე|ბანკის პარტნიორია

ევექსი კლინიკები რე|ბანკის პარტნიორია

თამუნა 15 სექ 2021
კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვა გაიმართა

კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვა გაიმართა

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge