NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»როგორ “ახრჩობს” რუსეთის ეკონომიკას დასავლეთი სანქციებით და კიდევ ვინ და რა დაამატა შავ სიას ვაშინგტონმა

როგორ “ახრჩობს” რუსეთის ეკონომიკას დასავლეთი სანქციებით და კიდევ ვინ და რა დაამატა შავ სიას ვაშინგტონმა

10 მაი 2022 ბიზნესი 435 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მინუს სამი რუსული პროპაგანდისტული არხი და სამი უმხვილესი ბანკი, მათ შორის “სბერბანკი” და “გაზპრო ბანკი”. 9 მაისს ვაშინგტონიდან რუსეთმა ფაშიზმზე გამარჯვების მილოცვის ნაცვლად ახალი სანქციები მიიღო. შავ სიას 45 ბანკირი დაემატა, რომელთაგან მხოლოდ 8 რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს. დიდი შვიდეულის თათბირის შემდეგ პუტინის ელიტის დიდი ნაწილი დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტილი დარჩა. ისინი ვერც დაგროვილ მილიონებს გამოიყენებენ და ვეღარც ფეშენებელურ კურორტებს ეწვევიან.

შავს სიაში, რომელსაც დიდი შვიდეულის ქვეყნებიც შეუერთდნენ, 2 500-ზე მეტი რუსი სამხედრო და პოლიტიკოსი მოხვდა.
სანქციებს ვერ გაექცნენ ვერც ბელარუსი ჩინოვნიკები, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას მხარი დაუჭირეს. ვაშინგტონმა სავიზო შეზღუდვები მათაც დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის შავ სიას ასევე დაემატა 69 გემი. მოსკოვთან ცალკე ეკონომიკური ომი აქვს ლონდონს. ბრიტანეთის სანქციებმა რუსეთი უკვე 4 მილიარდი ფუნტით აზარალა.

დასავლური სანქციები, ე.წ. ტვინების გამორეცხვის პროცესს რუსეთი ვერ შეაჩერებს, თუმცა მიზანი პროპაგანდის ხელშეწყობის გამორიცხვაა – უკვე მიღებული გადაწყვეტილებით, ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის პირველ არხს, ასევე NTV-ს და “რასია 1-ს” დაუკვეთონ რეკლამა და ასევე, ეკრძალებათ მიყიდონ ნებისმიერი სატელევიზო ტექნიკა და აღჭურვილობა.

სანქციების ახალი პაკეტი ამერიკელებს უკრძალავს საბუღალტრო, მენეჯერულ და კორპორაციის ფორმირების საკონსულტაციო სერვისებს. ამის ერთ-ერთი მიზანი ომის დაფინანსებაში ჩართულ ბანკებზე ზეწოლაა. სერვისების შეზღუდვების გარდა, პერსონალურად სანქციები დაუწესდა “გაზპრომპანკის” 27 ხელმძღვანელ პირს.

სიაშია “სბერბანკის” 8 ხელმძღვანელიც, რომლებიც თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსული საბანკო აქტივების მესამედს ფლობენ. სანქციები შეეხება მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მის 10 შვილობილ კომპანიასაც.

ამ და სხვა შეზღუდვების დამწესებელი ქვეყანა მხოლოდ ამერიკა არ არის. სწორედ სანქციები იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დიდი შვიდეულის ლიდერების ონლაინ შეხვედრაზეც, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

შტატების გადაწყვეტილებით, პერსონალურ სანქციებს გვერდს ვერ აუვლის დამატებით 2 500-ზე მეტი რუსი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირი. ასევე, სამი მაღალჩინოსანი ბელარუსიდან. სავიზო აკრძალვები სანქცირებულთა ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. სავიზო და ეკონომიკურ ნაწილში სანქციებს დააწესებს კანადაც.

პუტინის ომის ერთ-ერთი მთავარი იარაღი რომ ენერგორესურსებით მიღებული ქონება და ამ რესურსებით მანიპულირებაა, ამაზე დიდი შვიდეულის ლიდერები თანხმდებიან. დამოკიდებულების მიუხედავად, ემბარგოს შეუერთდება იაპონიაც.

სანქციათა პაკეტი ასევე მოიცავს ექსპორტის კონტროლის ახალ ზომებს, რომლებიც მიმართულია საომარი ძალისხმევის დასუსტებაზე. ეს, მათ შორის ეხება სამრეწველო ძრავების, ბულდოზერების და სატყეო პროდუქციის კონტროლს. მსოფლიო ლიდერები ირწმუნებიან, რომ “ძალისხმევას არ დაიშურებენ”, რათა თავის ქმედებებზე პუტინმა და აგრესიის სხვა თანამონაწილეებმა პასუხი აგონ.

კომენტარები

TOP ეკონომიკა სანქციები 2022-05-10
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ეკონომიკა სანქციები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯო ბაიდენმა უსაფრთხოების საკითხებში მაღალჩინოსნებს მოსთხოვა, შეწყდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვა, რომლებიც უკრაინას ეხება

შემდეგი სტატია

ღუდუშაური: სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი არ განიხილება, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანია BB Store-მა ბიზნესი გააციფრულა

საქართველოს ბანკისა და სავაჭრო პალატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანია BB Store-მა ბიზნესი გააციფრულა

ნინო ჩხეიძე 04 მაი 2023
უახლესი PRADO შეუზღუდავი შესაძლებლობებით!

უახლესი PRADO შეუზღუდავი შესაძლებლობებით!

13 ნოე 2017
ევექსი კლინიკები რე|ბანკის პარტნიორია

ევექსი კლინიკები რე|ბანკის პარტნიორია

თამუნა 15 სექ 2021

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge