NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მანჩო გიორგობიანი: აღშფოთებული ვარ, ძალიან დიდი ხანია ასეთი გამწარებული არ ვყოფილვარ!!!

მანჩო გიორგობიანი: აღშფოთებული ვარ, ძალიან დიდი ხანია ასეთი გამწარებული არ ვყოფილვარ!!!

10 მაი 2022 საზოგადოება 453 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ჩემო საყვარელო მეგობრებო, საქართველოს ძალიან გვიჭირს, უკვე აშკარა ზეწოლას იწყებენ გარეშე ძალები, რომ ომში ჩაგვითრიონ… ჩემი ხედვით, ბიძინა ივანიშვილსაც აშანტაჟებენ, ერთ პინაზე უდებენ საქართველოს ომისთვის გაწირვას, მეორეზე მთელ მის კაპიტალს…
(მგონი, არ დაგჭირდებათ ჩემი კარნახი უოლ სტრიტის მამები ნიუ იორკის ერთ საშუალო უბანს გაწირავდნენ გადასაშენებლად, თუ თავის კაპიტალს? (განსაკუთრებით როქფელერი გადაეფარებოდა ამბრაზურასავით “ხალხს”.. ვიცით ჩვენც, გვსმენია რაღაც ამერიკის ისტორიიდან, თუ არ წაგვიკითხავს…))))
მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენ, რომ ჩვენი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ან კახა კალაძე ან კიდევ ბევრი სხვაც ოცნებიდან – იგივე კახი კახიშვილი … როდესმე გაგვყიდიან და გვიღალატებენ!.. ესეც ჩემი რწმენაა, ვისაც არ უნდა, ნუ დამეთანხმებიან..
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა, ღარიბაშვილი ვერ გატეხეს და ბიძინა ამოიღეს მიზანში (მე ასე მეჩვენება) … პირადად მე, ვთვლი, რომ ვალში ვარ მასთან, გადაგვივლიდა მიჰა მთელ სანათესაოს , მეორე წრეზე დაიჭერდა და დამიინვალიდებდა ყველას, სულ ვფიქრობ, წკიპზე გადავრჩით, ტყუილად წაგლეჯილ უზარმაზარ თანხებზე არც ვდარდობ, კიდევ ავეწყობით..
სამწუხაროდ , სხვა ბევრი ოჯახი გაუბედურდა და ბევრი ახალგაზრდა ვერ მოესწრო იმ დიდ გამარჯვებას ყოფნა-არყოფნას შორის, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავიარეთ…
ეს ჩემი ფიქრია და
სხვების არ ვიცი, ვისაც როგორ უნდა , ისე გაიხსენოს , მე არც კრიტიკას დაგიშლით, ან რა უფლება მაქვს..
თუმცა, ადამიანურ ფაქტორს რომ შევეშვათ, საქართველოს აღმშენებლობის უამრავი პროექტი შეგვიჩერდება, წყალტუბო, აბასთუმანი, სვანური კოშკების აღდგენას ასობით მილიონი სჭირდება, ქუთაისის უნიკალური და უძვირფასესი უნივერსიტეტი, რაც ქუთაისსაც შეუფერხებს შემოსავლების გაზრდას, გამოცოცხლებას, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების თანადაფინანსებაც , რადგან შეჩერდება “დანერგე მომავალი” , “აწარმოე საქართველოში” , “მცირე და საშუალო სასტუმროების თანადაფინანსება” , ტურიზმი (2-3 მილიონი სტუმარი) , რომელიც 70%_ით უკვე ავიდა პანდემიამდე ნიშნულისკენ და ბევრი სხვა რამე შეუჩერდება თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, ჩვენ ხალხს, სიმწრით რომ გადაიტანეს პანდემიის კრიზისი და ბიზნესებს ძლივს აცოცხლებენ…
მოკლედ , საქართველო მძლავრად შეფერხდება , ხოლო კიდევ უარესი, ომში ჩართვას გვაძალებენ აშკარად, თუ ბიძინა ივანიშვილი სანქციებში მოაყოლეს, ეს ყველა ზღვარგადასული უკანონობაც ამის დასტური იქნება…
რუსთაველზე ან ამერიკის საელჩოსთან რომ დავაანონსო ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსის – რაც რეალურად სააართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობაა
-არა ომს! – აქციის მხარდამჭერი შეკრება, ვინ წამოხვალთ, ვთქვათ შაბათს, ან კვირას? ან თუნდაც ყველა ქალაქში შევიკრიბოთ?..
გთხოვთ, ეს შეკითხვა გაავრცელოთ, რომ მივხვდე, როგორი მზაობა გვაქვს , რომ “ პოლიტიკური ლიდერების” გარეშე შევიკრიბოთ ხალხი?
ჭკვიანი მეგობრები მყავხართ და ველოდები თქვენს რჩევებსაც, ეს პოსტი ნაჩქარევად დავწერე…
ვინც ვერ მიხვდით რამ ამაღელვა, გინდაც ჩემ გვერდზე წაიკითხეთ ხათუნა ხოფერიას პოსტი და გნებავთ ხათუნასთან წაიკითხეთ, უზუსტესად გაშიფრა ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რასაც ყველა ვხვდებოდით, მაგრამ დაჯერება გვიჭირდა, რომ ასე დაგვაძალებენ ჩვენი შთამომავლობის ომისთვის გაწირვას და ეს მერამდენედ უნდა დავღვაროთ სისხლი?!!
ასევე, ეს სიმწრით წამოჩიტული ბიზნესები და ეკონომიკა , მთელი ქვეყნიანად ისევ ბომბებს უნდა შევუშვიროთ თურმე და დავბრუნდეთ 90-იანებში?!..
აღშფოთებული ვარ, ძალიან დიდი ხანია ასეთი გამწარებული არ ვყოფილვარ !!!
პავლიკმოროზოვების ხროვაა ნაცხლისტობა, ვინც პეტიციას მოაწერა ხელი, სადაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებს, ეს უნამუსოები, ეს თახსირები , ჩვენს მომავალ თაობას ართმევენ ყველაფერს, სიციცხლის უფლებას, თუნდაც მარტო თბილისი დარჩეს , ან გინდაც არ გადარჩეს, ოღონდ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ და “დირეხტორები” ერქვათ , უკადრებელს კადრულობენ და რეებს გვიბედავენ საერთოდ?!
ან სულ რომ მტყუანი იყოს ჩვენიანი, ასე უნდა გავაპაზოროთ მთელ მსოფლიოში? თუ გამართლება უნდა ვცადოთ და ვითარების გამოსწორება, ვთქვათ?!.
უკრაინელებისგან თავისიანის თანადგომა და გატანა მაინც ვერ ისწავლეს ამ უჯიშოებმა?!
ეს არ იქნება რომელიმე პარტიის აქცია, ეს იქნება საქართველოს უმრავლესობის პოზიციის დანახება – არა ომს!..
ძალიან გთხოვთ, აქაც ნუ დაიზარებთ აქტიურობას და გაზიარებას, ხომ იცით, ფეისბუქს აკვირდებიან და ამ დროს ნაცხლისტებს – თითოს ათი გვერდი აქვს და ვითომ “უმრავლესობა” არიან, ასე წარმოაჩენენ აქაურობის ხელოვნური გადათამაშებით…
ემიგრანტებმაც იაქტიურეთ, აქ მაინც დაფიქსირდეს თქვენი პოზიცია … ვაჩვენოთ რამდენი ვართ რეალურად და არა ტროლ-ბოტებით გადავსებული “სწერვიატნიკის” (ლეშიჭამიების) “ომის პარტია”!..
აქ რომ კლავიატურას ლეწავენ და საქართველო – რუსეთის სამივე ომის დროს, საკუთარი კუხნა- “სტუდიოებიდან” ცხვირი არ გამოუყვიათ ეზოშიც კი, ფრონტის ხაზს ტელევიზორშიც ფაღარათით უყურებდნენ … თითქმის ყველა მახსოვს ან ვიცი “გმირობანი”..
და ეს ხალხი მოუწოდებს ჩვენს უნიჭიერეს, ულამაზეს, უომარ ახალგაზრდებს ომისკენ?!
როგორ არ გადავირიო, მოსისხლე მტერსაც ვერ გავიმეტებ ჩემი ჯოჯოხეთისთვის, რუსი დედებიც კი მტკივა, და თქვენ შვილებს გავიმეტებ? არასდროს!
Через мой труп!!!” – წერს ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

ბიძინა ივანიშვილი მანჩო გიორგობიანი 2022-05-10
ნინო ჩხეიძე
Tags ბიძინა ივანიშვილი მანჩო გიორგობიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Reuters: ერევანში ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 61 ადამიანი დააკავა

შემდეგი სტატია

თეა წულუკიანი: უცნაური პოზიციაა სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს

მსგავსი სტატიები

„მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა“ – გიორგი გიორგანაშვილის დედა

„მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა“ – გიორგი გიორგანაშვილის დედა

23 იან 2018
“შენ ცოტა ჭკვიანად იყავი!”, ხელი ჩაწიე!” – გივი სიხარულიძის და ზვიად კორძაძის დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

“შენ ცოტა ჭკვიანად იყავი!”, ხელი ჩაწიე!” – გივი სიხარულიძის და ზვიად კორძაძის დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

ნინო ჩხეიძე 08 აპრ 2022
ანდრია ჯაღმაიძე: … თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება

ანდრია ჯაღმაიძე: … თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება

ნინო ჩხეიძე 05 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge