NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა

10 მაი 2022 ბიზნესი 590 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ღვინის ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულება, 2005 წელთან შედარებით, 90%-დან 56%-მდეა შემცირებული. თუმცა, დივერსიფიკაციის მიუხედავად, 2021 წელს რუსეთი (56%), უკრაინა (10%) და დსთ-ის სხვა ქვეყნები (10%) საქართველოს ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები იყვნენ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, მისი წილი ექსპორტში ასევე 10%-ს შეადგენდა და აღნიშნულ რეგიონში საქართველოს ღვინის ექსპორტი შემდეგნაირად განაწილდა: პოლონეთი –  61%, ბალტიისპირეთის ქვეყნები – 38%. დასავლეთ ევროპაში, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 3%-ს არ აღემატება, მთავარი საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: გერმანია (59%), შვედეთი (11%), საფრანგეთი (8%). დსთ-ის ქვეყნებში ლიდერობენ: ბელარუსი (48%), ყაზახეთი (42%), მოლდოვა (3%).

ომის დაწყებიდან პირველ თვეს – მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რუსეთში – 44%-ით, უკრაინაში კი 100%-ით შემცირდა, დასავლეთ ევროპაში კი 89%-ით გაიზარდა.

საექსპორტო ბაზრებზე ღვინის რეალიზაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება და ვალუტის გაუფასურება. კრიზისულ პერიოდებში (2009, 2015, 2020 წლები) რუსეთში ღვინის ჯამური იმპორტი ლიტრებში – 14%-21%-ით, დოლარში კი 6%-39%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურების დროს, საგრძნობლად მცირდებოდა დოლარში გამოხატული ჯამური იმპორტი.

რაც შეეხება ღვინის ადგილობრივ მოხმარებას, ის დიდწილად დამოკიდებულია ტურიზმზე. 2020 წელს, მაშინ, როდესაც გლობალური პანდემიის გამო, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 83%-ით შემცირდა, 43%-ით შემცირდა ღვინის ადგილობრივი მოხმარებაც.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ღვინის ექსპორტი, 2022 წელს ჯამურად 20%-დან 40%-მდე შემცირდება, რუსეთში იმპორტი კი – 30%-დან 50%-მდე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და რა წნეხი ექნება სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე.

კომენტარები

თიბისი ღვინის სექტორი 2022-05-10
თამუნა
Tags თიბისი ღვინის სექტორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“არ ვიცი რატომ უნდა სჭირდებოდეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვას ვინმეს თავდებობა, აქციები ან შიმშილობა”

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკი და USAID-ი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

მსგავსი სტატიები

საქართველოს მოქალაქემ უკრაინული BTA Bank-ის ყიდვის ნებართვა მიიღო

საქართველოს მოქალაქემ უკრაინული BTA Bank-ის ყიდვის ნებართვა მიიღო

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2023
თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (WEPs) გახდა

თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (WEPs) გახდა

თამუნა 30 აგვ 2021
თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

თიბისის მხარდაჭერით სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

თამუნა 18 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge