NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი: ბელოგოროვკაში სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად ნანგრევებში 60 ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი: ბელოგოროვკაში სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად ნანგრევებში 60 ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა

08 მაი 2022 მსოფლიო 331 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის სოფელ ბელოგოროვკაში, რუსი სამხედროების მიერ სკოლის დაბომბვის შემდეგ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო ნანგრევების ქვეშ 60 ადამიანია ჩარჩენილი, რომლებზეც შიშობენ, რომ დაღუპულები არიან. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგი გაიდაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა შაბათს შუადღისას იერიში მიიტანა სკოლაზე, რომელსაც დაახლოებით 90 ადამიანი აფარებდა თავს.

რუსულმა დაბომბვამ ხანძარი გამოიწვია, რომელმაც მთელი შენობა მოიცვა. ოცდაათი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

„ცეცხლი თითქმის ოთხი საათის შემდეგ ჩააქრეს, შემდეგ ნანგრევები გაიწმინდა და, სამწუხაროდ, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამოცი ადამიანი სავარაუდოდ შენობების ნანგრევების ქვეშ დაიღუპა“, – დაწერა გაიდაიმ „ტელეგრამის” საკუთარ არხზე.

გარდა ამისა, გაიდაიმ დასძინა, რომ წინასწარი ინფორმაციით, სოფელ შიპილოვოში რუსული დაბომბვის შედეგად სახლი დაინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი შენობის ნანგრევებში მოყვა.

კომენტარები

TOP ლუგანსკის ოლქი 2022-05-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლუგანსკის ოლქი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“დიდი შვიდეულის” ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის საკითხზე ვირტუალურ კონფერენციას გამართავენ

შემდეგი სტატია

რეზნიკოვი: რეალურად, რუსულმა ძალებმა სამაგიერო გადაუხადეს და ახლაც უხდიან რუსულენოვან უკრაინელებს, რომლებიც მათ ყვავილებით არ შეხვდნენ, როგორც ამაზე რუსები ოცნებობდნენ

მსგავსი სტატიები

რუსეთში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

06 ოქტ 2017
The Washington Post: ჯამალ ჰაშაღის ცხედარი მჟავით გააქრეს

The Washington Post: ჯამალ ჰაშაღის ცხედარი მჟავით გააქრეს

02 ნოე 2018
თურქეთმა საგანგებო გამოყენებისთვის რუსული ვაქცინა Sputnik V დაამტკიცა

თურქეთმა საგანგებო გამოყენებისთვის რუსული ვაქცინა Sputnik V დაამტკიცა

ნინო ჩხეიძე 30 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი

    რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი

  • ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

    ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ

  • გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge