NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ზურაბ გურული: …არადა, „აზოვი“ უკრაინული წინააღმდეგობის ქვაკუთხედია

ზურაბ გურული: …არადა, „აზოვი“ უკრაინული წინააღმდეგობის ქვაკუთხედია

08 მაი 2022 პოლიტიკა 460 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“გავა დრო და შესაძლოა კინოც გადაიღონ ამერიკული კონტრდაზვერვის ერთერთ უდიდეს ფიასკოზე, რომელიც ამ დღეებში მოხდა. პარასკევს, 6 მაისს, გაცოფებულმა ბაიდენმა რუსული ხომალდის მიმართულებით გაუშვა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფები. საუბრის დეტალები ცხადია უცნობია ფართო აუდიტორიისათვის, მაგრამ ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სასტიკად გააკრიტიკა თავისი ხელქვეითები უაღრესად მოწყვლადი ინფორმაციის მოულოდნელი გასაჯაროებისათვის, რამაც შეიძლება კრიტიკული გავლენა მოახდინოს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე.
უილიამ ბარნსის დაქვემდებარებაში მყოფმა დაზვერვის დეპარტამენტმა კიდევ ერთი კრიტიკული შეცდომა დაუშვა. კიევი 72 საათში არ დაცემულა. ახლა კი საჯაროდ გაჟღერდა ამერიკულ ლიბერალურ პრესაში, რომ კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვაში, ისევე როგორც რუსი გენერლების წერტილოვანი დარტყმებით განადგურებაში ამერიკული დაზვერვის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები იყო ჩართული. CNN-ზე ერთმანეთის მიყოლებით გამოსული პოლიტ-ექსპერტები დემოკრატთა ულტრამემარცხენე ფრთიდან, კატეგორიული ტონით აკრიტიკებენ პრეზიდენტსა და პენტაგონს რუსეთის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებისათვის და აცხადებენ, რომ ამ ფაქტმა შეიძლება საშიშად გააღიზიანოს პუტინი და რომ ეს უკანონო ქმედებაა.
თეთრი სახლი შეძლებისდაგვარად იცავს თავს და ამტკიცებს, რომ უკრაინელებისათვის გადაცემული სადაზვერვო ინფორმაცია ზოგადი ხასიათის იყო და არსებით გავლენას არ ახდენდა უშუალო სამხედრო სამიზნეების განადგურებაზე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ისტორიაში პირველად ჰყავს შეფად ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს პროფესიონალი დიპლომატი და ისიც რუსეთში ყოფილი ელჩი. ცხადია ეს ყველაფერი ალბათ დამთხვევაა, მაგრამ როგორც ცნობილი ამერიკული სადაზვერვო სერიალის მთავარი გმირი გიბსი იტყოდა: – There is no such thing as coincidence-.
პარალელურად საინტერესო განვითარება ჰპოვა მარიუპოლის სამხედრო ოპერაციამ. უცნობი შუამავლების წყალობით სამოქალაქო მოსახლეობა მთლიანად გაყვანილი იქნა ტერიტორიიდან. არავინ იცის რა შეთანხმებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ფაქტია რომ „აზოვსტალის“ კატაკომბების დამცველები ალყიდან ცოცხლები ვეღარ გამოვლენ. ეს ინფორმაციაც ალბათ დიდი ხნის შემდეგ გასაჯაროვდება; ან შეიძლება საიდუმლოდ დარჩეს. თუმცა, დიდი ალბათობით, რუსული დაზვერვა აუცილებლად შეეცდება ზელენსკისა და მისი გარემოცვის დაშანტაჟებას გარკვეული პიკანტური დეტალებით. „აზოვის“ საერთაშორისო დისკრედიტაცია რომ საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ესეც აშკარაა. ტერმინი „controversial“ მოუცილებლად აეკრა ამ განსაკუთრებულ ბატალიონს. ცხადია, არც რუნული სიმბოლიკის გამოყენება დაეხმარა მათ რეპუტაციას. შეგახსენებთ, რომ გერმანელი ნაცისტების გვარდია, ე.წ. „ესესი“ იყენებდა რუნულ სიმბოლიკას და საერთოდ რუნული ანბანი და მითოლოგია მესამე რაიხის მისტიკურ აკვიატებებში წამყვან როლს თამაშობდა. „აზოვის“ მთავარი სიმბოლოც ძალიან ჩამოჰგავს სვასტიკას და ეს ყველაფერი ძალიან წაადგა ფსბ-ს მიერ შექმნილ ლეგენდას უკრაინელ ნაცისტებზე. ასეა თუ ისე, ამერიკაც და ევროპაც მკვეთრად გამოხატული სიფრთხილითა და თავშეკავებით ეპყრობა „აზოვთან“ დაკავშირებულ მოვლენებს. არადა, „აზოვი“ უკრაინული წინააღმდეგობის ქვაკუთხედია; პრაქტიკულად საფუძველია უკრაინული ეროვნული სამხედრო კულტურის აღორძინების, რაც შეუძლებელი იქნებოდა ე.წ. მხედრული იდეოლოგიისა და პრინციპების დოქტრინის შექმნის გარეშე. სამწუხაროდ, „აზოვის“ სიმბოლიკის შემქმნელებმა არასათანადოთ გაითვალისწინეს სიმბოლიკისა და გამოხატვის ფორმების უდიდესი მნიშვნელობა. რომ არა ლავროვის მსოფლიო მასშტაბის „იაღლიში“, ისრაელიც შორს იჭერდა თავს უკრაინისათვის აქტიური დახმარებისაგან. სწორედ ამ ფაქტის უდიდესმა მნიშვნელობამ აიძულა პუტინი, რომ თავმოყვარეობისათვის გადაებიჯებინა და საჯარო ბოდიში მოეხადა ნაფტალი ბენეტისათვის თავისი მინისტრის იდიოტური გამოხდომის გამო.
საბედნიეროდ, ამერიკულ-ევროპული დახმარება უკვე იმ ეტაპზეა, რომ ვეღარ შეჩერდება, მაგრამ სადაზვერვო ინფორმაციის მკვეთრი შემცირება ალბათ კიდევ უფრო გაახანგრძლივებს საომარ ოპერაციებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. პარალელურად რუსული დაზვერვა აუცილებად შეეცდება ზელენსკის გარემოცვაში სიტუაციის ამღვრევას, რისი ნიშნებიც უკვე საკმაოდ იკვეთება …” –  წერს სოციალურ ქსელში მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.

კომენტარები

TOP ზურაბ გურული 2022-05-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზურაბ გურული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში სკოლა დაბომბეს

შემდეგი სტატია

“დიდი შვიდეულის” ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის საკითხზე ვირტუალურ კონფერენციას გამართავენ

მსგავსი სტატიები

“მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რაც მე კითხვაში ამოვიკითხე” – პრემიერი აბაშიძე-ივანიშვილის შეხვედრაზე

“მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რაც მე კითხვაში ამოვიკითხე” – პრემიერი აბაშიძე-ივანიშვილის შეხვედრაზე

26 თებ 2019

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი დიპლომატის, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო“

26 დეკ 2017
ბილაინის მიზანია, მულტიფუნქციური ჩატ-ბოტით მომსახურება კიდევ უფრო გაამარტივოს

ბილაინის მიზანია, მულტიფუნქციური ჩატ-ბოტით მომსახურება კიდევ უფრო გაამარტივოს

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

  • პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

    პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

  • იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

    იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

  • CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

    CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge