NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოსა და უკრაინაში ყველამ შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა, ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოსა და უკრაინაში ყველამ შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა, ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს

06 მაი 2022 მნიშვნელოვანი, სამართალი 265 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლოდ მის მიზნებს ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ერთად დგომა რუსეთის წინააღმდეგ.

„რაც შეეხება ურთიერთბრალდებებს უკრაინასა და საქართველოში გარკვეულ პირებს შორის, არ მსმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ამ ომში ჩაბმას ცდილობდეს, ფაქტობრივად, მე მესმის, რომ ადამიანები ძალიან ფრთხილები და სენსიტიურები არიან იმ ფაქტის მიმართ, რომ თქვენს ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან რუსული ძალები და საქართველოს აქვს რუსული ძალების მიერ მის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის მტკივნეული გამოცდილება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ შეწყვიტოს ურთიერთ თავდასხმა. ასეთი ჩხუბი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს. დეზინფორმაცია მხოლოდ რუსეთს ახარებს და მხოლო მის მიზნებს ემსახურება. საქართველოსა და უკრაინისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ერთად დგომა საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკი მეზობელი რუსეთისგან მოდის, რომელიც ცილობს, წაგართვათ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,“- აღნიშნა ელჩმა.

მან ასევე საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ჩემი ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი ბაიდენი, გარკვევით აცხადებენ, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით საქართველოს მოწყვლადობას, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას. ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. 30 წელია, ჩვენ საქართველოს თავდაცვის ძალებს ვეხმარებით, ვეხმარებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, იმისთვის, რომ გაძლიერდნენ და შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა, ეს არის სანაპირო დაცვა, ეს არის სასაზღვრო პოლიცია, ეს არის საქართველოს თავდაცვის ძალები, ეროვნული გვარდია. ყველანი უფრო ძლიერები არიან, გაზრდილი შესაძლებლობით, ისინი არა მხოლოდ თანამშრომლობენ, არამედ შეერთებულ შტატებთან და ნატო-ს მოკავშირეებთან მსახურობენ ავღანეთში, ერაყში. ასე რომ, ვიტყვი, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერია და ამას ჩემი ლიდერები გარკვევით აცხადებენ,“- აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

2022-05-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას – მცირე დროის საქმეა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, ეს გარდაუვალია

შემდეგი სტატია

პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი არ იქნება – განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გააკეთა

მსგავსი სტატიები

რუსთავში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებდით, თუმცა, კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ დიდი ალბათობით, კანდიდატურას არ დავაყენებთ

რუსთავში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებდით, თუმცა, კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ დიდი ალბათობით, კანდიდატურას არ დავაყენებთ

ირაკლი შალიკაშვილი 16 თებ 2022
„პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცველიც ადამიანია და თქვენ წარმოიდგინეთ, მინისტრიც ადამიანია“

„პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცველიც ადამიანია და თქვენ წარმოიდგინეთ, მინისტრიც ადამიანია“

15 მაი 2018
შსს-ს განცხადება არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებულ ინციდენტებზე

შსს-ს განცხადება არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებულ ინციდენტებზე

01 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge