NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს – ევროპული სანქციების მეექვსე პაკეტი

ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს – ევროპული სანქციების მეექვსე პაკეტი

05 მაი 2022 საინტერესო 513 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპული სანქციების მეექვსე პაკეტი – ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. აკრძალვების მორიგი ტალღა შეეხება რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს და კერძო კომპანიებს. სანქციები დაეკისრებათ რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ბუჩასა და მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.

რა წერია მეექვსე პაკეტში და რამდენად შეესაბამება რუსეთის პატრიარქთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას, რომ შესაძლოა ისიც აღმოჩნდეს სანქცირებულთა სიაში.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსაც შეეხება. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები შეეხება ასევე ყველა რუსულ ბანკს,  ამასთან, დაიბლოკება 3 ულ სახელმწიფო არხი.

“პუტინმა დიდი საფასური უნდა გადაიხადოს ამ სასტიკი აგრესიისთვის. ევროპის მომავალი ახლა უკრაინაში იწერება. ჩვენ სანქციების მეექვსე პაკეტით სანქციების სიაში შევიყვანთ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ოფიცრებს და იმ პირებს, რომლებმაც წარმოუდგენელი სისასტიკე ჩაიდინეს მარიუპოლში და არიან მომხდარ დანაშაულებში გარეული. ჩვენ ვიცით ვინ ხართ და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით.

“სბერ ბანკი”, რომელიც დიდი რუსული ბანკია, მას “სვიფტიდან” ჩავხსნით, იგივე ბედს გაიზიარებს სხვა რუსული ბანკებიც – ეს იქნება რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაცია.

ჩვენ დავბლოკავთ სამ რუსულ სახელმწიფო არხს. ისინი ჩვენ სივრცეში ვერ იმაუწყებლებენ, ვერ გაავრცელებენ პუტინის პროპაგანდას.

ნავთობზე ჩვენი დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, ჩვენ დავიწყეთ ქვანახშირით და დღეს ვსაუბრობთ ნავთობზე. ეს არ იქნება მარტივი, რადგან ბევრი ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე, მაგრამ ჩვენ ავკრძალავთ რუსულ ნავთობს. ეს იქნება სრული ემბარგო. ჩვენ გამოვიყენებთ სხვა ალტერნატივებს, ვიპოვით პროდუქტებს. წლის ბოლოს, ეს იქნება მასიური წნეხი რუსულ პროდუქციაზე.

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა მყარად დგას. უნდა მოვახდინოთ რესურსების დივერსიფიცირება. გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და გვსურს ომის შემდეგ გავაძლიეროთ უკრაინა და მოხდეს მისი აღდგენა,” – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროპის საბჭოს წარმომადგენელი ბრიჯიტ კლინკერტი უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას გმობს და ამბობს, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარულ, მატერიალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებენ.

“ხუთმა მილიონმა უკრაინელმა რუსული სამხედრო აგრესიის გამო დატოვა უკრაინა. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ არაპროვოცირებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარულ, მატერიალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინისთვის. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მილიონობით უკრაინელის მისაღებად. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ემბარგოს მიმართულებით, უნდა გადავინაცვლოთ განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენებაზე,” – ამბობს ბრიჯიტ კლინკერტი.

კომენტარები

TOP 2022-05-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით სერგეენკოს შეუძლია დღეს ძალიან სწორი პოზიციის დაკავება, მიხეილ სააკაშვილთან შესვლა

შემდეგი სტატია

ომის პროპაგანდას რომ ვეწევით, საკურორტო ქვეყანა ვართ, თუ სამხედრო პროპაგანდის მსხვერპლი?!

მსგავსი სტატიები

How to pick an Foreign Brides Online dating sites Service

ნაგულისხმევად საიტისათვის 13 ივნ 2021
ტოიოტას ჰიბრიდული ხაზის ტესტ დრაივი კახეთში

ტოიოტას ჰიბრიდული ხაზის ტესტ დრაივი კახეთში

ირაკლი შალიკაშვილი 30 ოქტ 2019
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული – თუ აბიტურიენტს აქვს ალერგია, ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვს, არ უნდა დაიჩაგროს

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული – თუ აბიტურიენტს აქვს ალერგია, ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვს, არ უნდა დაიჩაგროს

ირაკლი შალიკაშვილი 09 ივნ 2020

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge