NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით სერგეენკოს შეუძლია დღეს ძალიან სწორი პოზიციის დაკავება, მიხეილ სააკაშვილთან შესვლა

დავით სერგეენკოს შეუძლია დღეს ძალიან სწორი პოზიციის დაკავება, მიხეილ სააკაშვილთან შესვლა

05 მაი 2022 პოლიტიკა 305 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით სერგეენკოს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სწორი პოზიცია დაიკავოს და საპატიმროში შევიდეს.

ელენე ხოშტარიამ შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა პარლამენტის ექიმი დეპუტატების მიმართ, მოინახულონ საპატიმროში და განაცხადა, რომ „ექიმი დეპუტატები ძალიან კარგი ფორმატია”, რაც პროფესიული შეფასების საშუალებასაც იძლევა და „გარკვეული სიტუაციის განტვირთვაც შეიძლებოდა ყოფილიყო“.

„არიან ადამიანები, ნებისმიერ მხარეს, რომელთაც გააჩნიათ შინაგანი, ადამიანური რესურსი. სულ მინდა ვირწმუნო, რომ ის აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე ვიწრო, პოლიტიკური შურისძიება, რომელიც სახეზეა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

პატივისცემით მივმართავ ასევე სერგეენკოს, რომ მას შეუძლია დღეს ძალიან სწორი პოზიციის დაკავება – შესვლა. მას არ მოეთხოვება პოლიტიკური პოზიციის დაკავება, ეს სხვა განრიგის საკითხია, მაგრამ როგორც ექიმს, მგონია, რომ შეუძლია რაღაც პოზიტიური როლი ითამაშოს ყველა მხარისთვის. სერგეენკოს სანდოობა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში ბევრად უფრო მაღალია. იმ ხალხმა, ვისაც არ სჯერა ოპონენტის სიტყვების, მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე იცოდნენ“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ხოშტარიამ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის როლზეც პროცესში და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს „რესურსი გააჩნია, თავისი როლი ითამაშოს“ .

„პოლიტიკოსობა, მითუმეტეს პრეზიდენტობა არ არის ის ადგილი, სადაც უბრალოდ სიტყვაში გაჯიუტებაა სწორი. ყველამ უნდა ვიმოქმედოთ სიტუაციის ამოცანებიდან გამომდინარე. თუ არ ვცდები, სალომე ზურაბიშვილმა ისიც თქვა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, მაშინ სხვა შემთხვევა იქნება ესო. ოპოზიციისთვის სასარგებლოს არ ვგულისხმობ, ქვეყნისთვის გონივრული და „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიციები მას დაუფიქსირებია და იმის რესურსი გააჩნია, რომ ამ სიტუაციაში თავისი როლი ითამაშოს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

2022-05-05
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით – სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად

შემდეგი სტატია

ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს – ევროპული სანქციების მეექვსე პაკეტი

მსგავსი სტატიები

„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა“

„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა“

17 ნოე 2017
შსს-მ თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა

შსს-მ თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა

01 დეკ 2018
ვოლსკი: სააკაშვილმა უნდა იმკურნალოს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს

ვოლსკი: სააკაშვილმა უნდა იმკურნალოს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს

ირაკლი შალიკაშვილი 02 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge