NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ „ნაცები” ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან

გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ „ნაცები” ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან

04 მაი 2022 ახალი ამბები 185 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები – გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ მათ „ნაცები” ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება უკრაინას პასუხობს, რომ ბრალდებებზე მათგან მტკიცებულებებს ელოდებიან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მტკიცებულებებს სანქციები მოჰყვება და სწორედ ამიტომ აკეთებენ ისინი პრევენციულ განცხადებებს.

„ძალიან ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო ეს განცხადებები, რადგან ჩვენ ბევრად მეტი მოგვეთხოვება, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას, რომელიც ბრძოლაშია, ისევე როგორც უკრაინა. ასეთი ქვეყნისგან ბევრად მეტს ელოდებიან და არა იმ პოზიციას, რაც ახლა საქართველოს მთავრობას უჭირავს, ამიტომ ჩემი აზრით მადლობაც არის სათქმელი, რომ ქართველი ხალხი არ გაგვაიგივა იმ პოზიციასთან, რაც არ გვეკადრება ჩემი აზრით.

ჩემი აზრით, არასწორად გვესმის რასაც გვეუბნებიან, როცა გვაკრიტიკებენ, რომ არსებობს რაღაც ტიპის მოლაპარაკებები თქვენს და რუსეთს შორის, ვითხოვთ ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მტკიცებულებები თუ დაიდო, მაშინ უნდა დაგასანქცირონ, შესაბამისად, ეს არის პრევენციული ღონისძიება, სადაც შენი მეგობრები გეუბნებიან, რომ „ჩვენ ვიცით რაღაც თქვენს შესახებ და არ გააგრძელოთ ისე, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ”. ამიტომ საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოვიდეს და დაიკავოს სწორი პოზიციები, ისევე როგორც გერმანიის მთავრობას არანაკლებ აკრიტიკებს უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ „ნაცები“ ეძახონ, მძიმე არტილერიას უგზავნიან. ჩვენც მსგავსი პოზიცია უნდა დავიკავოთ და ომში მყოფ ქვეყანას არ უნდა პასუხობდე, რომ „ნაცები“ არიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

„საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,”- განაცხადა პოდოლიაკმა

კომენტარები

2022-05-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება, არც არასდროს შეეკითხება

შემდეგი სტატია

თიბისი კონცეპტი წიგნის კლუბის ახალ სერიას გთავაზობთ

მსგავსი სტატიები

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება

30 აგვ 2018
შეიძლება უმრავლესობას ჰქონდა ინფორმაცია ვენეციის კომისიის მძიმე დასკვნის შესახებ – არასამთავრობოები კანონპროექტის ნაჩქარევად განხვილის მიზეზს ხსნიან

შეიძლება უმრავლესობას ჰქონდა ინფორმაცია ვენეციის კომისიის მძიმე დასკვნის შესახებ – არასამთავრობოები კანონპროექტის ნაჩქარევად განხვილის მიზეზს ხსნიან

17 აპრ 2019
„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას – არის თუ არა საჭირო, რომ ამ საქმეზე ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა“

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას – არის თუ არა საჭირო, რომ ამ საქმეზე ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა“

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge