NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»უკრაინული ინსტიტუციების განცხადებებს ფასი ეკარგება, არადა როცა ომია, მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგონ

უკრაინული ინსტიტუციების განცხადებებს ფასი ეკარგება, არადა როცა ომია, მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგონ

03 მაი 2022 საზოგადოება, სამართალი 206 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, მაგრამ ერთი რამ ვიცი – როდესაც იმ მეგობრის წინააღმდეგ, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, გააჟღერებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, როდესაც მტკიცებულება წარდგენილი არ არის, ისევე როგორც წინა შემთხვევაში „ყველა დარწმუნდა, რომ ეს ბრალდება ტყუილია“.

„სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. ვხედავთ ჯერადობამაც იმატა ასეთი სახის განცხადებების. არც რაიმე შედეგი აქვს. მათ შორის ოპოზიციაც, ნაწილობრივ არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ბრალდებების წამოსროლა ხდება საქართველოს მიმართ ისე, რომ მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი აღნიშნული განცხადების შემდეგ უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია, პაპუაშვილი ამბობს, რომ „ეს განცხადება ხელშესახებიც კი არ ყოფილა და კონკრეტული არაფერი თქმულა“.

„აქ რაიმე ხელშესახები განცხადებაც კი არ იყო, კონკრეტულადაც არაფერი თქმულა, უბრალოდ ბრალდება იყო. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუცია სხვადასხვანაირად მოქმედებს. ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ამ ინსტიტუციების განცხადებებს ფასი ეკარგება. არადა ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ომია, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

კომენტარები

2022-05-03
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მოვუწოდებ გახარიას, 1 ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას

შემდეგი სტატია

გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი – ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია

მსგავსი სტატიები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის  შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შესახებ

20 აგვ 2018
არა თუ გადასადები არ არის არჩევნები, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი

არა თუ გადასადები არ არის არჩევნები, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი

ირაკლი შალიკაშვილი 25 აგვ 2021
“„მორგის“ ბავშვები და სხვები”

“„მორგის“ ბავშვები და სხვები”

21 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge