NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს

საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს

03 მაი 2022 ბიზნესი 378 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

3 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს ახორციელებს, რომლის
ფარგლებშიც X და XI კლასის მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM
ბანაკში იწვევს.
ეს იმას ნიშნავს რომ, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა)
მიმართულებებით დაინტერესებულ მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს,
მთელი საქართველოს მასშტაბით, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა
ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე დაფუძნებულ STEM ბანაკში და
ზაფხულის არდადეგების ერთი კვირა საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარონ.
ბანაკში მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში შეხვდებიან STEM მიმართულებებით
ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავებენ თეორიულ და
პრაქტიკულ ცოდნას; გაიცნობენ მსგავსი ინტერესების მქონე გამორჩეულ მოსწავლეებს
მთელი საქართველოდან; დაკავდებიან სხვადასხვა სპორტული და გასართობი
აქტივობით.
იმისათვის რომ მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა ბანაკში, საჭიროა მათ ჰქონდეთ
უმაღლესი შეფასება – 10 ქულა STEM მიმართულების 4 საგანში (მათემატიკა, ფიზიკა,
ბიოლოგია, ქიმია). ასევე, მათ უნდა შეავსონ აპლიკაცია და გაიარონ შესარჩევი ეტაპები,
რომელიც შედგება ტესტირებისა და გასაუბრებისგან. აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო
და ის 13 მაისს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მიღება მონაწილეობის შესახებ
შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/dWRNiwgZecZofnor7
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე
ბანკი, დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირებას, პროფესიის შერჩევის
დროს მათ მხარდაჭერას და მომავლის პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ
ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევს.
მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასოა.
ბანაკი 2022 წლის 19-26 ივნისს, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ
ჩატარდება. ბანაკს უმასპინძლებს მაღალი დონის სასტუმრო ბაკურიანში. ბანაკი
კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

„საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
მქონე კომპანიისთვის, განათლებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა,
განსაკუთრებით მომავლის პროფესიების შერჩევისას, უცვლელი და მნიშვნელოვანი
პრიორიტეტია. კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ბანაკის ორგანიზებით კი გვაქვს
შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მათი ინტერესების კიდევ
უფრო გაღრმავებაში, მათვის საინტერესო მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული
ცოდნის მიღებაში. საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს
ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო პროექტებს და გვიხარია, რომ გვაქვს
შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით. ჩვენ არ ვჩერდებით და
ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“,-
განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

2022-05-03
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიზნესსასტუმროში „მეტა“ მედიატური გაიმართა – სტუმრები სასტუმროს კონცეფციასა და მომსახურების სპეციფიკას გაეცნენ

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა

მსგავსი სტატიები

MAN Truck & Bus-მა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო

MAN Truck & Bus-მა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო

ნინო ჩხეიძე 16 თებ 2023
სიცოცხლის დაზღვევა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

სიცოცხლის დაზღვევა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

თამუნა 26 აგვ 2021
აპლიკაციებს კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა

აპლიკაციებს კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა

თამუნა 26 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge