NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა – მგონი რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ

ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა – მგონი რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ

02 მაი 2022 ახალი ამბები 647 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. მგონი რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შესაძლოა, ეს იყოს წინასწარ განზრახული გეგმა და „იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ შემდეგ შესაბამისი დიაგნოზი დაგისვან“.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის გადაცემა ან გათავისუფლება გამორიცხულია და ყველა ვინც ამას მოითხოვს, ერთადერთი მიზანი – საქართველოს ომში ჩართვა ამოძრავებს.

„ბუნებრივია, როდესაც რაღაც ანონსი სრულ სიცრუეზე და სიყალბეზეა აგებული ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ კუთხით ყველაფერი კეთდება. მიხეილ სააკაშვილი ყველანაირი პირობებით არის უზრუნველყოფილი, ბუნებრივია ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება, დანარჩენი არის თავად პატიმრის პასუხისმგებლობა. მათ აქციებს მხარდაჭერა ვერ ექნება, ვინაიდან ხალხი „ნაცმოძრაობას“ არ უჭერს მხარს, მათი დასუსტების ხარჯზე პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული, რაც არის კარგი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ. მისი გადაცემა ან გათავისუფლება არის გამორიცხული, თუ ვინმე ახლა ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – საქართველოს ომში ჩართვა. ვერანაირ გადაცემაზე, ან გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი, ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის და დამსახურებულად იხდის სასჯელს.

მარტივად გვაქვს საქმე – შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს ცილა და დამთავრდება ამით ყველაფერი. ცილას ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ, ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. მგონი რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს წინასწარ განზრახული გეგმა, შეიძლება იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ ასეთი დიაგნოზი დაგისვან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

2022-05-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საჭიროა არა პოლიტიკური სკანდალები და ხმალაობა, არამედ უკრაინასთან თანამშრომლობა – ტელეფონი, მეილი, თვითმფრინავი, რომლითაც უწყებების წარმომადგენლები იქით და აქეთ დადიან და საკითხებს აგვარებენ

შემდეგი სტატია

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტის სიძის დაკავება – სამართალდამცველებმა ჯავშანჟილეტი და ორი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

პრეზიდენტის სიძის დაკავება – სამართალდამცველებმა ჯავშანჟილეტი და ორი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

06 დეკ 2018
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

22 იან 2018
გივი მიქანაძე: პარლამენტის თბილისის სასახლე წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში  სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

გივი მიქანაძე: პარლამენტის თბილისის სასახლე წლის ბოლოსთვის იქნება საქართველოში სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე ადაპტირებული შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

09 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge