NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კორონავირუსის ახალი შტამი – რამდენად სახიფათოა “ომიკრონის” ქვეტიპი და რით განსხვავდება ის წინამდებარე ვარიანტებისგან

კორონავირუსის ახალი შტამი – რამდენად სახიფათოა “ომიკრონის” ქვეტიპი და რით განსხვავდება ის წინამდებარე ვარიანტებისგან

02 მაი 2022 ახალი ამბები 181 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეპიდემიოლოგიური ცვლილებების კუთხით, ახალმა ვარიატებმა კითხვის ნიშნები ისევ გააჩინა. მსოფლიო შესაძლო ისევ ახალი გამოწვევის წინაშე დადგეს. მეცნიერების პროგნოზი გამართლდა. “ომიკრონის” კიდევ ორი ქვეტიპი “ბი ეი 4” და “ბი ეი 5”, მსოფლიოს 5 ქვეყანაშია გავრცელებული. მათ შორის იტალია და დიდი ბრიტანეთია.

საწყისი წერტილი კი, ისევ სამხრეთ აფრიკაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ომიკრონის” ახალ ვარიანტს შეშფოთების კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა. პანდემიის დასრულებასა და რისკების შემცირებაზე ექიმებს მიაჩნიათ, რომ ჯერ საუბარი ნაადრევია.

“ომიკრონის” ორივე ქვე ვარიანტი მისი წინამორბედისგან, გავრცელების სისწრაფით გამოირჩევა. მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა რეინფიცირების რისკებს ზრდის.

საქართველოში ამ ეტაპზე, საფრთხეებს ვერ ხედავენ. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ბოლო ერთი თევა სტაბილურად უკან იხევს. პანდემიის განმავლობაში პირველად, ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ვირუსის გავრცელების მასშტაბებს განსაზღვრავს 1%-ს ჩამოცდა. ამასთან, ლუგარის ლაბორატორიაში მუდმივად მიმდინარეობს ახალი საფრთხეების შესწავლა და ჯერჯერობით, “ომიკრონის” ახალი ვარიანტები აღმოჩენილი არ არის. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეპიდრისკებს ჯერ კიდევ ხედავს.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა მატება იქნება, თუმცა უმნიშვნელო და ამას ვირუსის ახალი ტალღა არ მოყვება. მაგრამ სიფრთხილისა და ვაქცინაციის ტემპების გააქტიურების აუცილებლობაზე ისევ საუბრობენ.

ბოლო ერთ კვირაში, ლაბორატორიულად, კორონავირუსის 1007 შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში გარდაცვლილია 13 ინფიცირებული. ვაქცინირებულია მოსახლეობის 44%. საქართველოს მასშტაბით, კლინიკაში 287 პაციენტი რჩება.

კომენტარები

2022-05-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რა შეიძლება იყოს რუსეთის სტრატეგიული წარმატება? – მართალი გითხრათ, არ ვიცი, ხალხის განადგურებული სიცოცხლე და დამწვარი თუ მოპარული ქონება რუსეთს არაფერს მისცემს

შემდეგი სტატია

“არ გადამასვენოთ იმ საძულველ ქვეყანაში, პუტინის რუსეთში, აქ დამმარხეთ, საქართველოში”

მსგავსი სტატიები

„რუსეთი აგვისტოს მოვლენებამდე ბევრად ადრე ემზადებოდა საომარი მოქმედებებისთვის“

„რუსეთი აგვისტოს მოვლენებამდე ბევრად ადრე ემზადებოდა საომარი მოქმედებებისთვის“

21 მაი 2018
ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, ორ კომიტეტში ჩავარდა

ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, ორ კომიტეტში ჩავარდა

11 თებ 2019

“აზოვის” პოლკის დამაარსებლის ცხედარი ტყეში იპოვეს

16 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge