NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თქვან, რა უნდათ, მაინცადამაინც სააკაშვილი უნდათ ხელისუფლების სათავეში?

თქვან, რა უნდათ, მაინცადამაინც სააკაშვილი უნდათ ხელისუფლების სათავეში?

01 მაი 2022 ახალი ამბები 488 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის დაზვერვის განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი განცხადება, სად არის მტკიცებულებები? არ არის, სავარაუდოდ ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არანაირი ე.წ. მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს განცხადება წინა განცხადებებისგან იმით განსხვავდება, რომ ახლა შეთქმულების გეოგრაფია გაფართოვდა, საქართველოსთან ერთად სომხეთი და აზერბაიჯანიც არის ჩართული.

„რთულია ასეთ გაუგონარ ბრალდებებს მიეჩვიოს ადამიანი, არც ვაპირებთ. ამაზე ჩვენი მხრიდან იქნება პასუხი იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ყოველდღიურად საშინელი ტრაგედია ტრიალებს. ეს გაუგებრობა ადრე თუ გვიან ამოიწურება და ამგვარ უსაფუძვლო ბრალდებებს თავს დაანებებს შესაბამისი სამსახური. არ ვიცი, სად იწერება რომელ კაბინეტებში და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები გამოფხიზლდებიან და მტრის ძებნას ცოტა სხვაგან დაიწყებენ, იქვე თავის ტერიტორიაზე და მომიჯნავე ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, როცა გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს.

„ჩვენ ვთქვით, როცა პირველი ბრალდება გახმოვანდა, რომ არსებობს შესაბამისი არხები, მათ შორის სპეცსამსახურებს შორის, რომელიც მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ არის დალაგებული და გამართული. ეს არხები უნდა იყოს გამოყენებული, როცა შენ გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს. ეს არ ხდება, ხდება მედიის საშუალებით, ბრიფინგებზე, სოციალური ქსელების საშუალებით. ვფიქრობ, ეს ძალიან აწყობს ჩვენს საერთო მტერს – რუსეთის ფედერაციას, ურთიერთობის დაძაბვა, გართულება ორ მეგობარ ქვეყანას შორის, ჩვენი დაქსაქსვა, დანაწილება. დაყავი და იბატონე ეს რუსების პრინციპია, რომელსაც ისინი ქადაგებენ საუკუნეებია, განსაკუთრებით კავკასიაში. ეს არავის გამოადგება, პირველ რიგში ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინას, რომელსაც ჩვენ 520 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნეთ, რომლის თითქმის 40 ათასი ლტოლვილი მივიღეთ, ბავშვებისთვის სკოლები გავხსენით და საბავშვო ბაღებში მივიყვანეთ, მშობლები დავასაქმეთ, ჭერი მივეცით.

ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და დასამტკიცებელი არაფერი არ გვჭირს. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი და რაც უფრო გახშირდება ამგვარი გაუგონარი ბრალდებები, მით უფრო ნაკლები ყურადღება მიექცევა. რა აზრი აქვს რამის მტკიცებას. თქვენ რომ ახლა მე დამაბრალოთ, რომ ისეთი რამ ჩავიდინე, რაც ბუნებაში არ არსებობს, მე უნდა ვამტკიცო ჩემი სიმართლე თუ თქვენ უნდა დამიმტკიცოთ ჩემი მტყუანობა? რა თქმა უნდა თქვენ უნდა დამიმტკიცოთ. რა უნდა ქნას საქართველომ? თუ ეს საკმარისი არ არის, თქვან რა უნდათ, მაინცდამაინც სააკაშვილი უნდათ ხელისუფლების სათავეში? სავარაუდოდ ეს უნდათ. არ გამოვა ეს ამბავი, იმიტომ რომ ადამიანი იხდის სასჯელს“ , – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

კომენტარები

2022-05-01
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გერმანია ლიდერობას არ ავლენდა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების მცდელობებში

შემდეგი სტატია

დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია “აზოვსტალიდან”, პირველი ჯგუფი დაახლოებით 100 ადამიანისგან შედგება

მსგავსი სტატიები

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეკა ბესელია გამოეხმაურა

31 ივლ 2018
უკრაინაში ლიანდაგების ქურდობის გამო, მატარებელი რელსებიდან გადავიდა

უკრაინაში ლიანდაგების ქურდობის გამო, მატარებელი რელსებიდან გადავიდა

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
„არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი“

„არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი“

24 იან 2018

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge