NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოავლინა, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე – ყველა პრორუს ოლიგარქს ,,დე-ოლიგარქიზაცია” ემუქრება

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოავლინა, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე – ყველა პრორუს ოლიგარქს ,,დე-ოლიგარქიზაცია” ემუქრება

29 აპრ 2022 ახალი ამბები 366 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოავლინა, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვაზე.

პოდოლიაკის განცხადებით, სანქციებზე უარის თქმის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესებია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოავლინა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ, რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქ ივანიშვილის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას გვთავაზობს. ყველა პრორუს ოლიგარქს ,,დე-ოლიგარქიზაცია” ემუქრება”, – წერს პოდოლიაკი .

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, რამაც გარკვეული საფრთხე შეიძლება შეუქმნას ქვეყნის საგარეო კურსს და დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ივანიშვილის ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ.

„პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არც დაუმალავს, რომ ისინი რუსეთთან ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას გაატარებდნენ. წლების განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკის ხელშეწყობით, საქართველოს ეკონომიკის გარკვეული სეგმენტები რუსეთზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა.

პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს.

დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება”, – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში, რომელიც 27 აპრილს გამოქვეყნდა.

კომენტარები

2022-04-29
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არის სხვა საკითხი, თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული

შემდეგი სტატია

თიბისის პროგრამა სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს

მსგავსი სტატიები

“საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო ბილეთების შეძენა უკვე მობილური აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი

“საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო ბილეთების შეძენა უკვე მობილური აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი

27 ნოე 2017
დონალდ ტრამპი: ირანში ცვლილებების დროა

დონალდ ტრამპი: ირანში ცვლილებების დროა

03 იან 2018
მაგთი: მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს

მაგთი: მიწოდების ხარჯი და მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს

05 იან 2018

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge