NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, გამოიყენონ ერთადერთი გონივრული გამოსავალი – გადაიყვანონ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ სახელმწიფოში

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, გამოიყენონ ერთადერთი გონივრული გამოსავალი – გადაიყვანონ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ სახელმწიფოში

29 აპრ 2022 ახალი ამბები 325 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, გამოიყენონ ერთადერთი გონივრული გამოსავალი – გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ სახელმწიფოში და შემდეგ შევძლებთ, ყველა იმ გამოწვევას გავუსწოროთ თვალი, რომელზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საუბრობს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზეა საუბარი.

მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ახლა ერთად მუშაობაა საჭირო.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც საქართველოს ყველა პარტნიორი, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს სრულ მზაობას ამისთვის, რადგან გვესმის, რომ ახლა ერთად უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი, როდესაც ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილის შეწყალება, „საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“ და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ვერ გამოიყენა შესაძლებლობა ამ პროცესში „ისტორიული და სახელმწიფოებრივი როლი ეთამაშა“.

„სერიოზული პოლიტიკური გამბედაობა იქნებოდა საჭირო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან იმისთვის, რომ გადაედგა ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყანას კრიტიკულად სჭირდება – პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების სახით. სამწუხაროა, რომ მას ეს პოლიტიკური გამბედაობა არ აღმოაჩნდა. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ასეთ ისტორიულ მომენტში, როდესაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრი მთლიანად უნდა კონცენტრირდეს საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის რეალიზებაზე, დადებითი, ისტორიული და სახელმწიფოებრივი როლი ეთამაშა ამ პროცესში. სამწუხაროდ, მან ეს გზა, როლი და ისტორიული ფუნქცია ვერ აირჩია”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეახსენებთ, 28 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა რეზოლუციას „საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების და დაპირებების შესრულება“. დოკუმენტს ასამბლეის 55-მა წევრმა დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა ერთმა, წინააღმდეგი კი არავინ წასულა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში არსებული უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ეს პოლარიზებული პოლიტიკური გარემო გამორიცხავს ნებისმიერ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციას და მმართველ უმრავლესობას შორის. ის ასევე გავლენას ახდენს გადამწყვეტი რეფორმების განხორციელებაზე და წარმოადგენს მთავარ შემაფერხებელს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის. ამასთან დაკავშირებით ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაცია არის ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ ხელისუფლების ან მხოლოდ ოპოზიციის. ამიტომ ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, დააყენონ ერის საერთო სიკეთე ნებისმიერ ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა და ითანამშრომლონ ერთობლივად, რათა სრულად დაიცვან საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.“ რეზოლუციის ავტორები არიან თანამომხსენებლები : ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი.

კომენტარები

2022-04-29
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“საომარი მოქმედებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც განვითარდება”

შემდეგი სტატია

თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი

მსგავსი სტატიები

მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი, 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, სამ წუთამდე შემცირდება

მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი, 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, სამ წუთამდე შემცირდება

22 აგვ 2018

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სოსო ელისაშვილი 31 ოქტ 2018
საზოგადოება ემზადება დასაჯოს ივანიშვილი სიცრუისთვის – გიგი უგულავამ  ექადიას ოლქში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

საზოგადოება ემზადება დასაჯოს ივანიშვილი სიცრუისთვის – გიგი უგულავამ ექადიას ოლქში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge