NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება

28 აპრ 2022 ბიზნესი 485 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

28 აპრილი, 2022- საქართველოს ბანკი აგროსექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის
ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით
გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები
გაშენდება.
პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 1 320 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია
განხორციელდა. პარტნიორობის ფარგლებში „ქართული მოცვის კომპანია“ წელიწადში
170 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს უზრუნველყოფს. პროდუქციის
რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ევროპასა და სხვა
რეგიონებში განხორციელდება.
„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ვიწყებთ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და
მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც 14 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღების
გაშენებას გულისხმობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია ტერიტორიის
მოსამზადებლად და ლურჯი მოცვის ნერგების დასარგავად მივმართეთ. წელიწადის
განმავლობაში, ველით 150-170 ტ. მოსავლის აღებას, რომელიც ადგილობრივ და
საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონში
მუდმივად 15-20 ადამიანი, ხოლო სეზონურად 50-60 ადამიანი დასაქმდება. მოხარული
ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა ახალი და საინტერესო პროექტების
განხორციელების შესაძლებლობა “, – აცხადებს კომპანიის დირექტორი, მარიამ შარაშიძე.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი
ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ „ქართული მოცვის
კომპანიის“ განვითარებაში. გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს
ხელს საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას
და აგროსექტორის განვითარებას. მეტი მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი
მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ქართული ბიზნესის განვითარებაში, ასევე
ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის გაძლიერებაში. ჩვენ არ ვჩერდებით
და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, – აცხადებს საქართველოს ბანკის
კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე,
სანდრო ძაგნიძე.

ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს
მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი
პროექტის პარტნიორია. ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების
შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business

კომენტარები

2022-04-28
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის ციფრული ბანკით თანხის ბანკომატიდან განაღდება QR კოდითაა შესაძლებელი

შემდეგი სტატია

იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი, ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“  რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სასტუმრო-სანატორიუმი „ბორჯომი პალასის“ რეაბილიტაცია დასრულდა

თამუნა 23 მაი 2022
თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

თამუნა 17 ივნ 2021
როგორ შევარჩიოთ სარემონტო მასალები სწორად

როგორ შევარჩიოთ სარემონტო მასალები სწორად

02 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge