NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ ახალი თაობისთვის

„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ ახალი თაობისთვის

27 აპრ 2022 ბიზნესი 285 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცე 1 აპრილიდან მასპინძლობს გამოფენას ”წიქარა –
მუზეუმი მუზეუმში“ და მასტერკლასებს ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის.
გამოფენა თიბისისა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით იმართება. ეს
არის მორიგი პროექტი, რომლის მეშვეობითაც თიბისი ახალგაზრდებს მთელი თვის
მანძილზე სთავაზობს ახალ გამოცდილებასა და ემოციას. ვისაც, ჯერ კიდევ, არ
გიმოგზაურიათ წიქარას მუზეუმში, იჩქარეთ – გამოფენა 28 აპრილს იხურება.

“თიბისი ახალი თაობისთვის“ ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას დროსა და
სივრცეში და მუდმივად სთავაზობს მათ სიახლეებს სხვადასხვა პროექტების სახით.
„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომლითაც თიბისი
ახალი თაობის განვითარებაზე, მათ წინსვლასა და მრავალმხრივ ინტეგრაციაზე
ზრუნავს.

„წიქარას” გამოფენამ ბევრ სტუმარს უმასპინძლა. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა
მასტერკლასები როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ბავშვებისათვის. მათ
შესაძლებლობა მიეცათ, ილუსტრატორების თანხლებით, შეექმნათ სხვადასხვა სახის
ნამუშევრები – სამგანზომილებიანი ილუსტრაციები და პოსტერები. გონების
განვითარებაზე ორიენტირებული მასტერკლასები განკუთვნილი და სრულად
მორგებული იყო 8-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის. გამოფენის ფარგლებში ასევე
ჩატარდა ტურები საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის. მასტერკლასებს ეთმობოდა
იზოლირებული სივრცე, სადაც სტუმრები ამზადებდნენ ნამუშევრებს. გაიმართა 4
კურატორული ტური, სადაც ილუსტრატორები საუბრობდნენ გამოფენის
დანიშნულებასა და დატვირთვაზე.

“წიქარას” ექსპოზიცია პირველად 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნა
წარდგენილი. საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული
პროგრამის ფარგლებში. გამოფენის იდეის ავტორები და კურატორები არიან გიო
ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი.

კომენტარები

2022-04-27
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ევტუშენკოვი, რომელიც ივანიშვილის პარტნიორია, სამხედრო კრიმინალია – ის შოიგუს ბიზნესპარტნიორია, მისი კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც უკრაინაში გამოიყენება

შემდეგი სტატია

არესტოვოჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბმა“ სასათბურე მეურნეობა მოაწყო

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბმა“ სასათბურე მეურნეობა მოაწყო

თამუნა 19 ივლ 2022
„კუბი კონტექსტში“ – ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება

„კუბი კონტექსტში“ – ახალი სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცე მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში გაიხსნება

თამუნა 01 აპრ 2021
მამუკა ხაზარაძე: ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა …

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა …

10 მარ 2019

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge