NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ევტუშენკოვი, რომელიც ივანიშვილის პარტნიორია, სამხედრო კრიმინალია – ის შოიგუს ბიზნესპარტნიორია, მისი კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც უკრაინაში გამოიყენება

ევტუშენკოვი, რომელიც ივანიშვილის პარტნიორია, სამხედრო კრიმინალია – ის შოიგუს ბიზნესპარტნიორია, მისი კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც უკრაინაში გამოიყენება

27 აპრ 2022 ახალი ამბები 485 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობა და ურთიერთობა რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან მისი სანქცირების კიდევ ერთი საფუძველია.

ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ევტუშენკოვის საქმიანობის რამდენიმე მონაკვეთი გაასაჯაროვა, სადაც რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ პუტინის სამხედრო ოპერაციებშია ჩართული.

“მინდა გამოვეხმაურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ადასტურებს წლების განმავლობაში რუსეთის გავლენას საქართველოზე, რასაც ბიძინა ივანიშვილი უარყოფდა და ადასტურებს ტყუილს, თითქოს, ის გამოსული იყო რუსეთის ბაზრიდან. ასევე ლოგიკურად ხსნის მის პოლიტიკურ მოქმედებებს წლების განმავლობაში და განსაკუთრებულ, მძიმე დანაშაულზე გვაფიქრებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე. ეს არის კიდევ ერთი უტყუარი და მძიმე საფუძველი ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქობისა და მისი სანქცირების აუცილებლობისა. გარდა ამისა, მე მინდა დამატებით ინფორმაცია წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის მეგობარ ევტუშენკოვთან დაკავშირებით. ჩვენ ვისმენდით, თითქოს ეს ევტუშენკოვი არის ბიზნესმენი და ასეთი შეფასება მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ დაბნეული წარმომადგენლებისგან, მაგრამ მინდა ჩამოვთვალო 4 ფაქტი მის „მოღვაწეობასთან“ დაკავშირებით: 1. ის იყო აბსოლუტურად ყველა სამხედრო დანაშაულის მონაწილე პუტინის სამხედრო ოპერაციების დროს. ეს იყო სირიაში, დონბასში, ყირიმში, ლუგანსკში და მაიდანის დროს. ის აფინანსებდა, სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა ყველა ამ სამხედრო ოპერაციას. იყო იანუკოვიჩის მეგობარი. მან იანუკოვიჩს გადასცა ბინა, დაასახლა, მისცა ფინანსური რესურსი რუსეთში მოწყობისთვის. 2. მის მმართველობაშია მსოფლიო ასეულში შემავალი სამხედრო კავშირგაბმულობის კომპანია. 3. ის არის შოიგუს ბიზნესპარტნიორი. შოიგუ შვილის მეშვეობით მართავს კომპანიას, რომელშიც მას აქვს ჩადებული მილიარდნახევარი რუბლი და ის ამ კომპანიის მმართველობაშიც შევიდა. 4. ევტუშენკოვის კომპანია აწარმოებს დრონებს, რომელიც კონკრეტულად ახლა ომის დროს უკრაინაში გამოიყენება, ბომბავს ხალხს. ანუ რომ ვთქვათ, ევტუშენკოვი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის აწ უკვე დადასტურებული ძალიან ახლო პარტნიორი და საერთო საქმეში მყოფი, არის სამხედრო კრიმინალი, სანქცირებული მონაწილე, დამნაშავე უკრაინის და არამხოლოდ სამხედრო ოპერაციებში, რაც პასუხისმგებლობას ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს და რაც არის მისი სანქცირების კიდევ ერთი საფუძველი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები

2022-04-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მადრიდის სამიტზე მიიღება გადაწყვეტილებები, რათა გაიზარდოს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული

შემდეგი სტატია

„წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ ახალი თაობისთვის

მსგავსი სტატიები

„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა“

„საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა“

17 ნოე 2017
ბათუმში გარემოვაჭრეების აქცია შეწყდა – მოვაჭრეებსა და მერს შორის შეთანხმება შედგა

ბათუმში გარემოვაჭრეების აქცია შეწყდა – მოვაჭრეებსა და მერს შორის შეთანხმება შედგა

29 იან 2019
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 25% ხმას “ქართულ ოცნებას”, 18% კი ენმ-ს მისცემდა – “იპსოსი”-ს კვლევა

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 25% ხმას “ქართულ ოცნებას”, 18% კი ენმ-ს მისცემდა – “იპსოსი”-ს კვლევა

ირაკლი შალიკაშვილი 17 მაი 2019

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge