NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მაკა ჩი­ჩუ­ა: ეს მართლაც რომ ხდებოდეს, “მთავარი არხი” პირველი არ იტყოდა?! ეგენი არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი უსტაბაშები და გამხმოვანებლები?!

მაკა ჩი­ჩუ­ა: ეს მართლაც რომ ხდებოდეს, “მთავარი არხი” პირველი არ იტყოდა?! ეგენი არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი უსტაბაშები და გამხმოვანებლები?!

26 აპრ 2022 პოლიტიკა 513 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტე­ლე­კომ­პა­ნია “რუს­თა­ვი2”-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ხდე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­თა­ვა­ზე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო და ამ სა­კი­თხზე პარ­ტი­ა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია. “კუ­რი­ე­რის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა სცა­დეს, “თუმ­ცა მან ამ ეტაპ­ზე კა­მე­რის წინ გა­მო­ჩე­ნა არ ისურ­ვა, სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მენ­ტარ­ში კი ფაქ­ტი არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა.”

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე “კვი­რის პა­ლიტ­რა” ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, მაკა ჩი­ჩუ­ას და­უ­კავ­შირ­და…

– ანუ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ხდე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი? პირ­და­პირ მე­ცი­ნე­ბა…

– დიახ, ით­ქვა, რომ მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბა…

– და­აკ­ვირ­დით, ვინ აჟ­ღე­რებს ამ ყვე­ლა­ფერს!

– სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აზი­ა­რებს…

– არა, ჩემო კარგო… კარგად შეხედეთ, თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ?! ამ ინფორმაციას, ძირითადად, “ქოცები” აზიარებენ! ეს მართლაც რომ ხდებოდეს, “მთავარი არხი” პირველი არ იტყოდა?! ეგენი არ არიან “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი უსტაბაშები და გამხმოვანებლები?! უმათოდ როგორ მოხდებოდა?! ეს ყველაფერი ხომ რაღაცების გადაფარვაა?! მაგალითად, გუშინდელი ბორინკას ამბის… კი, ბატონო, ეგრე ეგონოთ! რაღაც თავიანთ საქმეს აკეთებენ, რაღაცას “იჩალიჩებენ”! არც ვიცი, რა ჰგონიათ, მაგათ თავში რა იხარშება, ღმერთმა უწყის! ხშირად ქმნიან რაღაცებს, სრულიად უგუნურს!

– ანუ აბსურდია?

– ჯერჯერობით ეგრეა და არც მგონია, მოვლენები ოდესმე ეგრე განვითარდეს! მათ აწყობთ ახლა ასეთი რამ! “მარგველა” არის ისეთი ტიპი, რომელსაც საკმაოდ აქვს თავისი სიტყვის ძალა, ხალხის ნდობა… ამ დროს რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინათ? რა ექნათ და, ბორინკას ამბავზე, ალბათ, გადაფარვის ეს გზა იყო საუკეთესო ვარიანტი! სუფთა წყლის მაგათი შემოგდებული თემაა, ყველა რომ ამის მსჯელობაზე გადავერთოთ! “მთავარი არხი”, თურმე, შტერია და ეგეთ რამეს არ იტყოდა, როცა პირდაპირ მას ეხება?!

კომენტარები

TOP გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუა მიხეილ სააკაშვილი 2022-04-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუა მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეკატერინე გორგაძე: … რამაც საშუალება მომცა ჩემი სკოლა და, რაც მთავარია, ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით მესახელებინა

შემდეგი სტატია

მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტი ჰიპოთეტურ დასკვნებზე ვერ გააკეთებს განცხადებას – ხატია მოისწრაფიშვილი პოლიტიკოსების დაკავებაზე

პრეზიდენტი ჰიპოთეტურ დასკვნებზე ვერ გააკეთებს განცხადებას – ხატია მოისწრაფიშვილი პოლიტიკოსების დაკავებაზე

ირაკლი შალიკაშვილი 30 ივლ 2019
„ვისურვებდი, საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინა რუსეთისთვის“

„ვისურვებდი, საქართველოს პრეზიდენტიც ისეთი იყოს ქვეყნისთვის, როგორიც პუტინა რუსეთისთვის“

09 ნოე 2017
აზერბაიჯანელი აქტივისტები ჩიჩხიტურის მონასტერზე აპირებენ ხვალ ამოსვლას და პროვოკაციის მოწყობას

აზერბაიჯანელი აქტივისტები ჩიჩხიტურის მონასტერზე აპირებენ ხვალ ამოსვლას და პროვოკაციის მოწყობას

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2019

უახლესი ამბები

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

  • ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

    ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

  • ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

    ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge