NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»გალტ & თაგარტის მონაწილეობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ახალი ფაზის წარდგენა გაიმართება

გალტ & თაგარტის მონაწილეობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ახალი ფაზის წარდგენა გაიმართება

26 აპრ 2022 ბიზნესი 186 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

26 აპრილი, 2022- „გალტ ენდ თაგარტის“ მონაწილეობით, 27 აპრილს, 17:00 საათზე კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა შედგება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის მთავარ მიზანს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

„გალტ ენდ თაგარტისა“ და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმობა.

 

პროგრამის წარმდგენი ღონისძიების სპიკერებს შორის იქნებიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ეროვნული ბანკის საბჭოს, გალტ & თაგარტისა და BDO Georgia-ს წარმომადგენლები.

 

ონლაინ ღონისძიებაზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.zoom.us/j/91444055535

 

“გალტ & თაგარტი” უკვე წლებია, ჩართულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში. მოხარული ვართ, რომ EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გვეძლევა შესაძლებლობა BDO Georgia-სთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივის განხორციელებაში. აღნიშნული პროექტი საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას ბაზარზე.  პროექტის მეორე ეტაპი ფოკუსირებულია კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე. ეს შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში დაეხმარება. გვჯერა, რომ აღნიშული შესაძლებლობა არაერთ ადგილობრივ კომპანიას შეუწყობს ხელს საქმიანობის განვითარებაში, რის შედეგადაც ქართულ კაპიტალის ბაზრებს უფრო მეტი აქტიური მოთამაშე ეყოლება“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

 

ინფორმაციისთვის, რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 27 აპრილს და 1.5 თვე გაგრძელდება, ხოლო მისი დასრულების შემდგომ 10-მდე გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა. პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს: https://bit.ly/3L9qOcm

პროექტის მეორე ეტაპის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3vyi897

კომენტარები

2022-04-26
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წარმოუდგენელ რისხვას დაიტეხს თავს ბიძინა ივანიშვილი თუ ის სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ეკურკურება

შემდეგი სტატია

ეკატერინე გორგაძე: … რამაც საშუალება მომცა ჩემი სკოლა და, რაც მთავარია, ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით მესახელებინა

მსგავსი სტატიები

2017 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა 4.9%-ით გაიზარდა

18 სექ 2017
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21-სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი  კომპლექსი აშენდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21-სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

თამუნა 24 იან 2022
საქართველოს ბანკმა API Marketplace-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს ბანკმა API Marketplace-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

თამუნა 30 სექ 2021

უახლესი ამბები

  • მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

    მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

  • ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

    ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge