„ეს უკლებლივ ყველას სირცხვილია!“
„პრაქტიკულად დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი. მოსახლეობას ვთხოვ, უფრო გააქტიურდნენ; ეს არ არის არჩევნები, ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნები,
ეს არის მკვლელობაში არმონაწილეობა!
რა თქმა უნდა, იქნება ერთი, დიდი საპროტესტო აქცია. არ დაველოდებით არავის, მიხეილ სააკაშვილი არ არი „პრივატიზებული“! მათ შორის, არც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
თუმცა, მოძრაობა უპირველესად ეკუთვნოდა ნიკა მელიას. ძალიან არ მომეწონა მისი „ლაივ ჩართვა“, როცა თქვა, უცოხეთის გააქტიურების შესახებ. უცხოეთი რომ გააქტიურებულიყო, სწორედ ამიტომ უნდა ჰქონოდა მას გააქტიურებული ქუჩა.
არ გამოუგონია მსოფლიოს პროტესტის უკეთესი სხვა ფორმა. გახსოვთ „ლეიბებზე“ ატეხილი ღლიცინი. შემდეგ ვარშავაში რა კარგად გამოიყენეს ეს ატრიბუტიკა საპროტესტოდ. აი, ამ ღლიცინ-ღლიცინში, მაიმუნობაში და გარიგებებში (მე ამ სიტყვის არ მეშინია), ოპოზიციაში სტაგნაცია შემოიტანეს და პარალელურად საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება. ეს უკლებლივ ყველას სირცხვილია!“
თაკო ჩარკვიანი,
პარტია“ კანონი და სამართალ;ის“ დამფუძნებელი,
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი,
„ტვ პირველი“; 25.04.22
კომენტარები