რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცა. პუტინის მილოცვა კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
„გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში, ასევე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა პუტინმა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნებში 58.55%-ით გაიმარჯვა. ის საფრანგეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს.
კომენტარები