NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სპორტი»ლელობურთზე დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ლელობურთზე დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

24 აპრ 2022 სპორტი 1179 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა, რომელიც ყოველ წელს სააღდგომოდ ტარდება. წლევანდელი ლელობურთი სამწუხაროდ ტრაგედიით დასრულდა. „გურია თუდეის“ ინფორმაციით, თამაშის დროს დაშავებული 50-წლამდე მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც „კრისტალსპორტს“ ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი თამაშის დროს მსუბუქად დაშავდა და ის ახლობლებმა საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს. ბინაში ყოფნის პერიოდში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ასევე, კლინიკაში გადაყვანა ლელობურთში მონაწილე კიდევ ერთ მამაკაცს დასჭირდა. კლინიკა „მედალფას“ წარმომადგენლის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, რომ ლელობურთი ქართული, ეროვნული სპორტის სახეობაა, რომელსაც ყოველ აღდგომაზე გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში თამაშობენ. ტრადიციის მიხედვით, ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები ეჯიბრებიან, გამარჯვებული კი ისაა, ვინც ამ ბურთს თავისი ნახევრისკენ პირველი გადაძალავს. წლევანდელი ლელობურთი ქვემო შუხუთის მოსახლეობის გამარჯვებით დასრულდა.

წყარო

კომენტარები

ლელობურთი 2022-04-24
ნინო ჩხეიძე
Tags ლელობურთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციისთვის რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა

შემდეგი სტატია

ბაიდენი: უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმიდან 2 თვის თავზე კიევი კვლავ დგას, პრეზიდენტი ზელენსკი კი ხელისუფლებაში რჩება

მსგავსი სტატიები

რუსეთის ნაკრების ჰოკეისტები ზამთრის ოლიმპიადაზე არ მიიწვიეს

რუსეთის ნაკრების ჰოკეისტები ზამთრის ოლიმპიადაზე არ მიიწვიეს

23 იან 2018
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩთან 2:1 დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩთან 2:1 დამარცხდა

03 იან 2019

ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტვერპენის ტურნირზე იასპარეზებს

15 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge