NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრები გამოიფინება

21 აპრ 2022 ბიზნესი 316 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

21 აპრილი, 2022- საქართველოს ბანკი კულტურული მნიშვნელობის პროექტების
ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული გალერეა
კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული ხელოვნების ნამუშევრების
გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა 27 აპრილს გაიხსნება და 22 მაისის ჩათვლით
გაგრძელდება.
ხელოვნების კონსულტანტის, ლიკა ჭკუასელის კურატორობით, გამოფენაზე XX
საუკუნიდან დღემდე მოღვაწე ქართველი ხელოვანების ის უნიკალური ნამუშევრები
იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო 6 წლის მანძილზე სხვადასხვა კერძო
კოლექციაში დაიდო ბინა. მათ შორის: ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას,
კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის,
სალომე მაჩაიძის, დათო მესხის თუ სხვა გამორჩეული არტისტების ნამუშევრები.
„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავსი კულტურული მნიშვნელობის
ღონისძიებას და დამთვალიერებელს კერძო კოლექციებიდან XX-XXI საუკუნის ქართული
შემოქმედება გავუზიაროთ. გამოფენის ფარგლებში, ფართო საზოგადოებას პირველად
წარედგინება ის ნამუშევრები, რომლის შესყიდვა და ევროპიდან დაბრუნებაც მხოლოდ
ახლახან მოხდა. ის ღვაწლი, რაც გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებმა
ქართული ხელოვნების განვითარებაში შეიტანეს, ფასდაუდებელია. გვეამაყება, რომ
გვეძლევა შესაძლებლობა სწორედ ეს მრავალფეროვანი, ისტორიული მნიშვნელობის
ნამუშევრები გავუზიაროთ სტუმრებს. დარწმუნებული ვართ, დამთვალიერებელი
ნასიამოვნები დარჩება. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს
ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას”, – განაცხადა საქართველოს ბანკის
გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.

კომენტარები

საქართველოს ბანკი 2022-04-21
თამუნა
Tags საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინა მზად არის, მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი მარიუპოლში, ყოველგვარი პირობების გარეშე ჩაატაროს

შემდეგი სტატია

“„ქართულ ოცნებას“ არასოდეს გადაუხვევია უმთავრესი პრინციპებიდან, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უდევს საფუძვლად. მადლობას ვუხდით ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სწორედ ამ პრინციპებზე დააფუძნა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა”

მსგავსი სტატიები

ბილაინი მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, „ღამის ულიმიტო ინტერნეტი“ სთავაზობს

15 ნოე 2018
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში King Solomon Hotel Batumi გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში King Solomon Hotel Batumi გაიხსნა

თამუნა 20 ივნ 2022
შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ძვირფასი ნივთების  სია, რომელთა მიწოდებაც რუსეთში აიკრძალება

შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა ძვირფასი ნივთების სია, რომელთა მიწოდებაც რუსეთში აიკრძალება

ნინო ჩხეიძე 14 მარ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge