NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ნიკოლოზ რაჭველი: … დღეს უფრო მეტად მოინდომებს უკრაინის მხარდაჭერას სიტყვით თუ საქმით, აზრით თუ ქველმოქმედებით

ნიკოლოზ რაჭველი: … დღეს უფრო მეტად მოინდომებს უკრაინის მხარდაჭერას სიტყვით თუ საქმით, აზრით თუ ქველმოქმედებით

20 აპრ 2022 კულტურა 469 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“11 აპრილის საქველმოქმედო მარათონმა თითქოს გადამავიწყა 9 აპრილს გამართული ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სოლიდარობის საღამო ოპერის თეატრში.

სულ ვფიქრობ კონცერტების ჩატარებით როგორ უნდა ვშველოდეთ ახლა ომის და ენით აუწერელი სისასტიკის პირობებში მყოფ უკრაინელ ხალხს… არა, ვერ ვშველით, თუ ვინმეს შველის ეს თავად ჩვენ ვართ, რომ ჩვენს სულებში დაბუდებული სიმწრის ვულკანი გადმოვაფრქვიოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ… მათ, უკრაინელებს კი ეს ყველაფერი ამხნევებს, უსაზღვროდ ამხნევებს და გულებს უთბობს… უცნობი მოქალაქეების ათეულობით მადლობის წერილი მივიღე კიევიდან, ხარკოვიდან, ოდესიდან, ლვოვიდან, მარიუპოლიდანაც კი… ვკითხულობ და განუწყვეტლად მომდის ცრემლები…
რა შეუძლია გააკეთოს ომში ხელოვნებამ?
გუშინდელი მაგალითით ვუპასუხებ ჩემსვე დასმულ შეკითხვას:
ჰანს ციმერის ევროპის ტურნეს გრანდიოზულ ლაივზე ვიყავი დაპატიჟებული ბერლინში, 20 ათასზე მეტი ბერლინელი თუ უცხოელი ტურისტი ესწრებოდა საღამოს, ლეგენდარული კინოკომპოზიტორის კონცერტის მთლიანი ვიზუალური დიზაინი (დეკორაცია, განათება) ლურჯ და ყვითელ ფერებში იყო გადაწყვეტილი, პირველივე სიტყვა უკრაინას და ომს მიუძღვნა, სცენაზე განსაკუთრებული რევერანსით წარადგინა ოდესელი მუსიკოსებისგან სახელდახელოდ შეკრებილი სიმფონიური ორკესტრი, რომელთაც მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა, ოსკარებით და გრემებით განებივრებულმა კომპოზიტორმა მკაფიოდ დააფიქსირა მისი დიდი პროტესტი რუსეთის აგრესიის მიმართ, უკრაინას გამარჯვება და მსოფლიოს დროულად გამოფხიზლება უსურვა…
სახლებსა თუ სასტუმრებში დაბრუნებული მრავალათასიანი მაყურებელი, რომელიც დარბაზში ჰანს ციმერის თაყვანისცემამ მიიყვანა დღეს უფრო მეტად მოინდომებს უკრაინის მხარდაჭერას სიტყვით თუ საქმით, აზრით თუ ქველმოქმედებით… 
მარტო ერთმა ჯამალამ 88 მილიონი ევროს შეგროვება შეძლო მისი ქვეყნის არმიისათვის ერთი თვის განმავლობაში…

ეს არის ალბათ ომში ჩვენი, მუსიკოსების მისია, სიმართლისკენ ყოფნა მკაფიოდ, სიბოროტისადმი და უსამართლობისადმი პროტესტი ხმამაღლა, ჩვენი ბგერებით, ჩვენი ტკივილიანი ემოციებით და გასაჭირში მყოფთათვის იმედიანი ჰარმონიის გაზიარებით!!!
Слава Украiнi!!!
დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს!!!
მალე დამდგარიყოს ჩვენი გამარჯვება!!!
🙏🏻🙏🏻🙏🏻💛💙🇬🇪🇺🇦
Video: Tengiz Giorgbelidze & Nutsa Jorbenadze
ConceptArt • კონცეპტArt
Georgian Philharmonic Orchestra / საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
#WeAreInTheSameBoat #voicesfromgeorgia

” – წერს სოციალურ ქსელში კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი.

კომენტარები

TOP ნიკოლოზ რაჭველი ომი უკრაინა ქველმოქმედება 2022-04-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნიკოლოზ რაჭველი ომი უკრაინა ქველმოქმედება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შარლ მიშელი: სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ არა როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა

შემდეგი სტატია

მანანა არჩვაძე, ცოტნეს და მის მეუღლეს კოლხურ კოშკში ცხოვრებას უკრძალავს – სკანდალი გამსახურდიების ოჯახში

მსგავსი სტატიები

ქეით მიდლტონის გამორჩეული მომენტები “ბაფტას” წითელ ხალიჩაზე

ქეით მიდლტონის გამორჩეული მომენტები “ბაფტას” წითელ ხალიჩაზე

ანო 21 თებ 2023
დავით კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი” შვეიცარიაში გამოიცემა

დავით კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი” შვეიცარიაში გამოიცემა

28 აპრ 2018

ბრიუს უილისისა და ემა ჰემინგის ფოტოები

12 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

    ჯო ბაიდენმა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვების კანონს ხელი მოაწერა

  • წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

    წილოსანი: მინდა გითხრათ, რომ GEN Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ …

  • ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

    ელენე ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები დაცული იყოს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

    ვახტანგ მეგრელიშვილი: განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

  • გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

    გია ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

  • სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

    სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

  • „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

    „გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

  • „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

    „თიბისი ლიზინგმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

  • ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

    ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ცხოვრობენ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები

  • Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

    Politico: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge