რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლვოვის დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ლვოვის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს ლვოვზე 4 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საიდანაც სამმა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყა, ერთი მათგანი კი სამოქალაქო დანიშნულების ობიექტს მოხვდა.
„სარაკეტო იერიშმა ხანძარი გამოიწვია, რომლის ჩაქრობა ჯერ კიდევ გრძელდება. ობიექტები მნიშვნელოვნად დაზიანდა. სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროის მდგომარეობით ცნობილია 6 დაღუპულისა და 8 დაშავებულის შესახებ. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია“, – განაცხადა რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.
კომენტარები